ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), ალბა (100%), ბუსკეტსი (96%) და გავი აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 64% ადამა ტრაორემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “მალიორკასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




როგორც ვიწინასწარმეტყველე 2-1, სირცხვილი.
Ადამა დაბრუნდება ვულვზში, ობამეიანგი მოკლევადიანი პროექტია, დეპაიში ფული უნდა გავაკეთოთ 35-40 მილიონად ნიუკასლში მაგალითად, ფერანი იყოს სკამზე ცრუ ცხრიანად, დაასვენებს ხოლმე ფატის.
ნახევარდაცვას ხელის ხლება არ სჭირდება, იდეალურია და მსოფკიოში საუკეთესო. Დაცვაში პიკე მალე წავა, კრისტენსენთან ერთად პაუ ტორესიც გვჭირდება რო შეუწყვილდეს არაუხოს, ასევე ფლანგის მცველები და მეკარეც, ტერ შტეგენი საშუალზე დაბალი დონე გახდა
დეპაი 40 მილიონად და ლენგლე გავუცვალოთ პსჟ-ს მარკინიოსში.😀
რამდენი ქართველებმა 3-0 იწინასწარმეტყველეს იმდენი ამოასკდა ბასა
ფერანს რას გაუგებს რა პოზიციისაა, წესიმ მემარჯვენე მარცხენა ფლანგზე უფროა მაგრამ რავიცი, ჩემი აზრით უფრო მეტად ცრუ ცხრიანი და ფლეიმეიქერია ვიდრე ვინგერი და ფორვარდი