workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ ბარსელონას უჩივლა

ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ ბარსელონას უჩივლა

როგორც დაანონსებული იყო, “ბარსელონას” ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ “ბარსელონას” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსას” ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ ქალაქ ბარსელონას სასამართლოს ორი მოთხოვნით მიმართა: პირველი მათგანი “ბარსელონას” მხრიდან კონფედერაციასთან შეთანხმების ცალმხრივად გაწყვეტას ეხება, მეორე კი 2020/21 წლების სეზონის ინვოისების გადახდას.

“ბარსელონას” ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაცია კლუბის პარტნიორი ორგანიზაციაა. ეს თანამშრომლობა კლუბის წესდებითაა დაცული. გაპრეზიდენტების შემდეგ ჟოან ლაპორტამ კონფედერაციასთან თანამშრომლობა ცალმხრივად გაწყვიტა, 2021 წლის ოქტომბერში კი გენერალურ ასამბლეას წესდების შეცვლის ინიციატივით მიმართა. ინიციატივა ჩავარდა, მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფედერაციასთან თანამშრომლობის გაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამის მიუხედავად კლუბმა კონფედერაციასთან თანამშრომლობა მაინც გაწყვიტა.

დაახლოებით 2 თვის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურ ფანკლუბებს, მათ შორის ჩვენს ფანკლუბსაც, ახალი რეგულაციები დაუგზავნა. ამ რეგულაციების მიხედვით ძალიან ბევრ ფანკლუბს სტატუსი შეუჩერდებოდა, რადგან ისინი წევრების მინიმალური რაოდენობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ. თუმცა 27 მარტს, ექსტრამადურას ფანკლუბთან გამართული შეხვედრის დროს ლაპორტამ განაცხადა, რომ ეს წესი არ ამოქმედდებოდა.

რაც შეეხება კონფედერაციის მეორე მოთხოვნას: ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, “ბარსელონას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ფერან რევერტერთან არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კლუბი კონფედერაციის 2020/21 წლების ხარჯებს დაფარავდა, თუმცა რევერტერის წასვლის შემდეგ კლუბში განაცხადეს, რომ ისინი ამ ინვოისების გადახდაზე პასუხისმგებლები არ არიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” აცხადებენ, რომ ამ საკითხით კლუბის იურიდიული დეპარტამენტი დაკავდება, რომელიც შესაგებელს მოამზადებს. “ბარსას” პოზიცია ასეთია:

კონფედერაცია მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამ ორგანიზაციის მიზანი მხოლოდ ძალაუფლებისა და ფანკლუბებზე კონტროლის შენარჩუნებაა. კონფედერაციის ქმედებები ფანკლუბების მოძრაობას ვნებს, ვინაიდან ფანკლუბებს არ აქვთ საშუალება, პირდაპირ მიმართონ კლუბს და მიიღონ უფრო მაღალი დონის მომსახურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2022, 14:16

    "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
    მაგარი საქმეები იჩითება, საერთოდ ესენი ბარსელონას რომელი ფანები არიან, ბილეთებზე რო მაყუთს ჭრიან?

  • LUIS-SUAREZ
    schedule 27 აპრ 2022, 10:49

    La Pulga10,
    ჯერ არა ძმა. მაგას 1-2 თვე მაინც უნდა ვადა.მთავარია ჩამოვა და

  • La Pulga10
    schedule 27 აპრ 2022, 10:31

    ბარათებზე რა ხდება კაცო,არ ჩამოვიდა?

  • Moriba
    schedule 27 აპრ 2022, 09:55

    ციტატა: Davita
    ლაპორტაც ფა ყველაც ფულის საკეთებლად მოდის, კარგი იქნებოდა აქაც რომ შეიძლებოდეს აქციების ყიდვა, გვეყოლებოდა ერთი მფლობელი და ყველაფერს გააკეთებდა კლუბისთვის


    აბრაჰამოვიჩიც კაიიქნებოდა შეიხი ვინმე მართლაც გაასწორებდა უისტორიო გუნდებს რო ყიდულობენ იყიდონ ჩვენნაირი გუნდი რამოხდება და კაის მეტს არაფერს მოუტანს და გაიხარებენ თვითონ შეიხებიც 😂

  • ROUCH
    schedule 27 აპრ 2022, 09:42

    ციტატა: Davita
    ლაპორტაც ფა ყველაც ფულის საკეთებლად მოდის, კარგი იქნებოდა აქაც რომ შეიძლებოდეს აქციების ყიდვა, გვეყოლებოდა ერთი მფლობელი და ყველაფერს გააკეთებდა კლუბისთვის


    უფ ერთი ჩაქცეული შეიხი რას დახატავდა ამ გუნდს

  • Davita
    schedule 27 აპრ 2022, 09:37

    ლაპორტაც ფა ყველაც ფულის საკეთებლად მოდის, კარგი იქნებოდა აქაც რომ შეიძლებოდეს აქციების ყიდვა, გვეყოლებოდა ერთი მფლობელი და ყველაფერს გააკეთებდა კლუბისთვის

  • ROUCH
    schedule 27 აპრ 2022, 09:35

    ბაჯაღლოა ეს კაცი. ვთქვათ მილიონის გადახდა არ ჯობს ორი და სამი იმდენი რო აეხას ეხლა. ფულის მონაა ტიპი ეს იმათ არ უხდის გადასახადს და ფეხბურთელებში გაემეტება ზედმეტი 3-4 მილიონი. მოყრის გამოუსადეგარ თავისუფალ აგენტებს ან ბრეიტვეიტებს და ახალ ლენგლეებს დაცვაში და შეტევაში

  • Moriba
    schedule 27 აპრ 2022, 09:33

    ციტატა: white lions
    ეს თქვენი ლაპორტა ყველაფერს აკეთებს რომ გაიჩალიჩოს რაღაცა.


    ხო და შეიძლება მაგის გამო ბარსელონასაც დაენძრეს