workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველად ბარსას ისტორიაში – ზედიზედ 3 საშინაო მარცხი ერთ სეზონში

პირველად ბარსას ისტორიაში – ზედიზედ 3 საშინაო მარცხი ერთ სეზონში

“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ზედიზედ მე-3 თამაში წააგო. “აინტრახტისა” და “კადისის” შემდეგ ბარსელონა გამარჯვებულმა “რაიო ვალიეკანომ” დატოვა.

გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია, ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ “ბარსას” ისტორიაში. გაირკვა, რომ “ბლაუგრანამ” ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა ბოლოს 1998 წელს წააგო.

1997/98 წლების სეზონის ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში კატალონიელები “ბეტისთან” 1-3 და “სალამანკასთან” 1-4 დამარცხდნენ, 1998/99 წლების სეზონის პირველ მატჩში კი “მალიორკასთან” 0-1.

რაც შეეხება ერთ სეზონში ზედიზედ 3 საშინაო თამაშის წაგებას – ჩვენი ინფორმაციის კლუბის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 25 აპრ 2022, 11:45

    რაც შეეხება ერთ სეზონში ზედიზედ 3 საშინაო თამაშის წაგებას – ჩვენი ინფორმაციის კლუბის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.
    რას ერჩით, ახალ ისტორიას წერს გუნდი!!! აქამდე მესი და სუარესი უშლიდნენ ხელს.( ეს ჩემი სიტყვები არ არის, კუმანმა და ბართომეუმ თქვეს, თუმცა ლაპორტაც ამ ჭკუაზე იყო. პიკემ უთხრა კი ასეაო.)

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    😀 რამდენი ტური დარჩა? აღარ ვაპირებ ამ სეზონში ამათი თამაშების ყურებას😑


    ეს 33-ე ტური იყო, შესაბამისად დარჩა 5.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 აპრ 2022, 10:22

    😀 რამდენი ტური დარჩა? აღარ ვაპირებ ამ სეზონში ამათი თამაშების ყურებას😑

  • Chico
    schedule 25 აპრ 2022, 01:41

    21 წელია ბარსელონას ვუყურებ და არ მახსენდება გუნდს ზედიზედ 3 ჯერ წაეგოს კამპ ნოუზე, ალბათ რამე ახალი ანტი რეკორდია :([/quote]

    მართალი ხარ. ბოლოს ასეთი რამე 2000 წელს მოხდა. 22 წლის წინ

  • me da barca
    schedule 25 აპრ 2022, 01:31

    გუნდს დაავიწყდა როგორ შეუტიოს, როგორ დაიცვას თავი, კრეატივი ნული, სისწრაფე ნული. ეს გუნდი არაა. კადისეფთან და რაიოებთან, რომ უშანსოდ აგებ საკუთარ სახლში და 6 ქულას წყალს ატან, რაზე უნდა ილაპარაკო. წადით დაახვიეთ თქვენი დედაც… რისთვის ვიშლი ნერვებს. ელოდები, საათებს ითვლი თამაშამდე და რას ღებულობ? სვარკას, უსახურ თამაშს და დაკარგულ ქულებს.

  • 4.3.3
    schedule 25 აპრ 2022, 01:29

    ახლა ყველა ვინც თამაშობდა უნდა დასვან სკამზე და უნდა აყურებინონ თავიდან ბოლომდე თავიანთ ღლეურად ნათამაშევი ორივე წაგებილი თამაში კადისთან და რაიოსთან იქნებ მიხვდენ თუ რა ღლეობებს აკეთებდენ და რატომ წააგეს .

  • Chico
    schedule 25 აპრ 2022, 01:23

    ერთად ერთი დარტყმა რეალ სოსიდეადის და ერთად ერთი კიდევ რაიო ვალეკანოსი და 6 უძვირფასესი ქულა დავკარგეთ.
    რაზე უნდა ვილაპარაკოთ? არაფერზე.
    ასეთი საზიზღრობა რაც ბოლო სამ მატჩში ვნახე, ნამდვილად არ მინახავს.
    გერმანელებმა ისეთი დაყვირეს, რომ სამი მატჩი ზედიზედ წავაგეთ კამპ ნოუზე.
    ერთი მალე დამთავრდეს ეს სეზონი, თორემ ამდენი შეურაცყოფისაგან, ნერვები დაწყვეტაზეა.
    გუნდის შეფასება ბოლო სამ მატჩში ზედიზედ, არის დიდი 0.
    კლუბის ისტორია გადაწერეს ამ არარაობებმა. ყველას ეხება ეს, პრეზიდენტიდან-მასაჟისტამდე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 აპრ 2022, 01:19

    ტფუი, სირცხვილია უბრალოდ, რაც არ უნდა უმოტივაციო არ უნდა იყო ფარჩაკივით არ უნდა გახვიდე მოედანზე როცა შენს მაისურზე ბარსას ლოგოა, მამგონი ეს ბევრს არ გაუაზრებია ჯერ