გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, რაიმონ კარასკო 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარასკო აღნიშნულ პოსტს დროებით, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იკავებდა, მაგრამ “ბარსას” დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებაში დიდი როლი ითამაშა – ეს შესაძლებელი 1978 წელს, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ გახდა.
საინტერესოა, რომ კარასკომ, თავის 50-ე დაბადების დღეზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბლაუგრანას” მიერ “რეალის” 5-0 განადგურება იხილა. ის ამბობდა, რომ დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი მიიღო.
გუშინ კი, რაიმონის გარდაცვალების დღეს, “ბარსელონამ” “ბერნაბეუზე” 4-0 იმარჯვა.


ღმერთო კარასკო აცხონე, და მე სიცილი მაპატიე!
ღმერთმა აცხონოს, იმედია კიდევ ბევრჯერ მიუძღვნიან მის ხსოვნას ბიჭები ბერნაბეუზე გამარჯვებას.
წლის თავზე კიდე უნდა აჩუქონ ერთი ასეთი მატჩი