სერჟი რობერტოს მომავალი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაწყდეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” 30 წლის უნივერსალის წარმომადგენელთან შეხვედრა დაგეგმა, რათა სიტუაცია საბოლოოდ შეაფასონ.
რობერტოს მიზანი “ბარსელონაში” დარჩენაა, თუმცა მას კატალონიელთა ბოლო შეთავაზების პირობები არ აკმაყოფილებს, “ბარსა” კი ახლის წარდგენას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბის მოსმენა სურს.
რობერტომ შემოთავაზება “ატლეტიკოსგან” მიიღო და დიდი შანსია, კარიერა სწორედ მადრიდულ გუნდში გააგრძელოს.

რობერტო, ჯეკა, გრიზმანი… კიდევ ვინ გადავა "ნაჯახებში" ?!
რა დროს რობერტოა, წავიდეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება..
ალვეშს 155000 აქვს ხელფასი, მაგაზე დაბალს ვერავის დაუნიშნავენ რომც უნდოდეთ ლალიგის წესები არ იძლევა მაგის უფლებას..
კაი რა ვის რად უნდა,წავიდეს წაშავდეს
დაუნიშნონ ალვესის მსგავსი ხელფასი და დარჩეს თუ უნდა.
გაუშვან ! ამისგან სულ ორი მომენტი მახსოვს 😂
გაასხას