workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ტრანსფერების განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს – ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე

ჩავი ტრანსფერების განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს – ფაბრიციო რომანო ბარსელონაზე

ფაბრიციო რომანომ რიო ფერდინანდის YouTube არხზე მიმდინარე სატრანსფერო სიახლეები მიმოიხილა.

ჟურნალისტი “ბარსელონასაც” შეეხო და ტრანსფერებში ჩავი ერნანდესის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების გადაბირებაში დიდ როლს ასრულებს, მათ თავად ურეკავს და სპორტული პროექტით მოხიბვლას ცდილობს.

42 წლის სპეციალისტი აქტიურადაა ჩართული ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერშიც, თუმცა ნორვეგიელის დამატებას ფინანსური მდგომარეობა აფერხებს. 

რომანო სხვადასხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებულ ცნობებზეც ისაუბრა.

რაფინია

წყაროს ცნობით, “ბარსელონა” “ლიდს იუნაიტედის” გარემარბის, რაფინიას დამატებას ცდილობს. ბრაზილიელის აგენტი “ბარსას” ლეგენდა დეკუა, რომელსაც კლუბი უკვე დაუკავშირდა. თუ ინგლისური გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდება, 25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება. რაფინიათი “ლივერპულიც” ინტერესდება.

ადამა ტრაორე

“ბარსელონას” ადამა ტრაორეს შენარჩუნება სურს, თუმცა 30 მილიონის გადახდას არ აპირებს. კლუბს “ვულვერჰემპტონთან” მოლაპარაკება სურს. შესაცვლოა, გაცვლაში ფრანსიშკუ ტრინკაუ ან რიკი პუჩი ჩაერთონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 18 მარ 2022, 13:20

    ეს რომელია ჩვენი რო იყო ის რაფინიაა?

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 მარ 2022, 20:31

    რაფინია მე მომწონს და თან არც ძვირი არაა, დემბეკე მიდის ალბათ და მარჯვნივ კარგი იქნება

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 17 მარ 2022, 20:29

    რაფინია მოსაყვანია აუცილებლად

  • Zura Gviniashvili
    schedule 17 მარ 2022, 20:12

    ციტატა: La Pulga10
    ტრაორე უეჭველი დასატოვებელია.რაფინია კაია მარჯვენა ფლანგზე არ გვყავს კაკრას კაცი და დემბელეს წასვლის მერე,მხოლოდ ტრაორე დარჩენა,ამიტომ რაფინიას ვარიანტი კარგია,მაგრამ ანტონიზე ნეტა არ ფიქრობენ?


    ახლა ანტონზე 70მ არავინ გადაიხდის

  • La Pulga10
    schedule 17 მარ 2022, 19:43

    ტრაორე უეჭველი დასატოვებელია.რაფინია კაია მარჯვენა ფლანგზე არ გვყავს კაკრას კაცი და დემბელეს წასვლის მერე,მხოლოდ ტრაორე დარჩენა,ამიტომ რაფინიას ვარიანტი კარგია,მაგრამ ანტონიზე ნეტა არ ფიქრობენ?

  • DesmondHume
    schedule 17 მარ 2022, 19:42

    დემბელე მიდის დიდი ალბათობით და ტრაორე დარჩება იმედია, ეგეთი კაცი საჭიროა გუნდში