ESPN-ის ჟურნალისტის, იან ოგე ფიოტფორტის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნის” დატოვება სურს. პოლონელს კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმა და სხვა ტოპ კლუბში გადასვლა სურს.
ნორვეგიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერს” 33 წლის ფეხბურთელის შემცვლელად ერლინგ ჰოლანდის მოყვანა უნდა. ასე რომ, “ბორუსიას” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში “ბაიერნიც” ერთვება, თუმცა მისი გადაბირების ძალიან ცოტა შანსი ექნება. ამჟამად ფავორიტები “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.
ლევანდოვსკი “ბარსელონას” ინტერესის სფეროშიცაა და, შესაძლოა, პოლონელის სურვილი, დატოვოს “ბაიერნი”, კატალონიური კლუბისთვის შანსი აღმოჩნდეს. “ბლაუგრანასთვის” ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი სულ უფრო არარეალურად მოჩანს და მის ნაცვლად “ბაიერნის” ვარსკვლავის დამატება ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ იქნება.
ლევანდოვსკის მიუნხენელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და, შესაძლოა, კლუბმა ის დაბალ ფასად გაასხვისოს, რათა მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგვა თავიდან აცილოს.
განახლება: ტონი ჟუანმარტი იტყობინება, “ბარსელონა” პილონელის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.




კიდევ ერთი 2-3 წლიანი ფეხბურთელი? ჰაალანდი ახალგაზრდაა შეუძლია ტოპი იყოს წლობით… თან რავი ლევანდოვსკი? არა დ
ამის ყიდვის შანსი თუა არც უდა დაფიქრდნენ.ჩათვალეთ რომ ჰოლანდი გამოირიცხა და სიმართლე გინდათ არც მინდა კიდევ ერთი ფულზე სულწასული ფეხბურთელი. ეს იყიდონ თუ ნორმალური ფასი ექნა და ენდრიკი დაითრიონ. დანარჩენი კი დაცვას მიხედონ და ვირტცი იყიდონ იქნებ რამეფრად
მოკლედ ეს "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ვერ გაძღნენ ვარსკვლავების კრეფით. ერთი-ორი ფეხბურთელი როგორ ვერ უნდა გაზარდონ საკუთარ აკადემიებში სულ სხვის აღზრდილებზე უნდა იყვნენ დამოკიდებული.
ეს თუ მოვიდა გაგიჟდება ბენზემა
ეს იმენა მონსტრია
მოდი ლევან მოდი,ეს 2-3 წელი ასეთი გიჟი იქნება,მთავარია ბურთი მოუტანოს კარამდე ვინმემ
ნუნეზი იყიდონ ნეტარატო არ იხედება ლაპორტა ნუნეზისკენ
მოდიიიი ლევაააააა