კატალონიური გამოცემები Mundo Deportivo და Sport “ბარსელონას” გუშინდელ მოგებას ეხმაურებიან.
Mundo Deportivo
“ბარსაში” ფერანის ადაპტაციამ წარმატებით ჩაიარა – ის გუნდისთვის ბევრს ნიშნავს და სივრცეებს ქმნის როგორც თავისთვის, ისე თანაგუნდელებთისთვის. ტორესი თამაშს შესანიშნავად კითხულობს, მთავარი პრობლემა მხოლოდ გოლების გატანა იყო, თუმცა, ნელ-ნელა ეს ასპექტიც უმჯობესდება. ამ ყველაფერზე გავლენა პედრისთან მეგობრობამაც იქონია.
ფერანმა გუშინ დუბლი ძალიან სწრაფად შეასრულა და ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში 3 გოლი დააგროვა. ტორესმა გოლები თავის მეგობარ გოგონას სირას მიუძღვნა და ხელების მეშვეობით ‘S’ გამოსახა;
გავიმ პამპლონელებთან თავისი ტალანტი და მენტალიტეტი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. მან პედრისთან შესანიშნავი დუეტი შექმნა, ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებდა და პრესინგს კარგად ახორციელებდა.
17 წლის ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 3 არაზუსტი პასი გააკეთა და ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა – მხოლოდ 17 წლის ასაკში!
“ბლაუგრანას” შემდეგი შეხვედრა “გალათასარაის” წინააღმდეგ უწევს, რომელიც კატალონიურ გრანდთან მატჩამდე მთავარ კონკურენტ “ბეშიქთაშს” ხვდება და დასასვენებლად ჩვენზე 1-ით ნაკლები დღე ექნება. თურქებს თოვლისა და შტორმის გამო ამ მატჩის გადადება უნდოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა და ვარჯიში სტამბოლიდან 500 კილომეტრის მოშორებით მოუხდათ.
Sport
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ბოლო, შესაძლო 36 ქულიდან 28 მოიპოვეს და 4 დეკემბრის შემდეგ არ წაუგიათ. ამასთან, უკანასკნელი 9 მატჩიდან 5-ში ჩავის შეგირდებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს.
გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა ელის, რადგან წინ “გალათასარაისა” და “რეალთან” დაპირისპირებაა;
ბუსკეტსმა “ოსასუნას” წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა – მისი პოზიციური თამაში ნამდვილად შესანიშნავი იყო. სერხიო გუნდის ხერხემალს წარმოადგენდა და ძალიან დამაჯერებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
როცა გუნდი გუნდი მაღლა აწეულია და კორექტულად თამაშობს, ბუსკეტსზე უკეთესი ნახევარმცველი არ ჰყავს;
პედრიმ თავისი მრავალმხრივობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა. მან მარჯვნივ, საკმაოდ წინ ითამაშა. როცა ბურთი მასთან მიდიოდა, მუდამ სახიფათო მომენტი იქმნებოდა. გონსალესის ასეთი თამაში უსმან დემბელესაც ძალიან ეხმარებოდა. ჩავი ახალგაზრდა შუახაზელს ენდობა;
“ბარსელონამ” გუშინ ფერან ტორესის (2), პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და რიკი პუჩის გოლებით 4-0 იმარჯვა.

დესტი კრისტენსენი არაუხო ანხელინიო
პედრი დე იონგი გავი
დემბელე ჰოლანდი ტორესი
ამ შემადგენლობაზე რას იტყვით?
Დემბელე არის უნიჭოზე უნიჭო ხალხნო ერთს გაიფაფხურებს და შემთხვევით რაღაც გამოუვა ნუ გაგიჟდებით ხოლმე, სულ უფასო კონტრაქტს რომ მოაწეროს ხელი არ მინდა დარჩეს, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე ნიშასტნი ფეხბურთელი რაც ოდესმე დაბადებულა
ბოლო სამი-ოთხი თამაშია სულ უვარდება რატომღაც😑
ჩავი არის გენიოსი! Visca Barca 💙❤️
ბუსკეტსი ცენტრის მეფეა, აფსუსია რო ბერდება.
მგონია, რომ ანსუ შეძლებს დაბრუნებას და 9-იანზე დადგება
ეს მოაგვარებს ცენტრფორვარდის საკიტხს, თუმცა არც ობამაა ცუდი
შეძლებისდაგვარად სათამაშო დროს გაინაწილებენ
დესტი კრისტენსენი არაუხო ანხელინიო
პედრი დე იონგი გავი
დემბელე ჰოლანდი ტორესი
ამ შემადგენლობაზე რას იტყვით?
დესტს მოვაშორებდი,ანხელინიოზე იაფია ვარიანტი გრიმალდოა,მარა ანხელინიოც მომწონს.ნახ.დაცვა დიდი ალბათობით ეგ იქნება.დემბელე წავა და ჰოლანდის მოსვლაც სათუოა.წინა ხაზი უფრო საინტერესოა,როგორ დაკომპლეტდება ვის მოიყვანენ.
შტეგენი
დესტი კრისტენსენი არაუხო ანხელინიო
პედრი დე იონგი გავი
დემბელე ჰოლანდი ტორესი
ამ შემადგენლობაზე რას იტყვით?
რეალთან შეიძლება წააგონ მარა სევილიასთან აუცილებლად უნდა მოიგონ. ოთხეულისთვის ეგ უფრო კაი იქნება. თუ ორივეს მოუგეს მაშინ მე-2 ადგილზე გავალთ სავარაუდოდ და ბეტისთან შეხვედრას აზრი აღარც ექნება ჩვენთვის.