workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში დაბრუნება მესის ოცნებაა

ბარსელონაში დაბრუნება მესის ოცნებაა

დღეს, “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბორდოს” მატჩის წინ, “პარკ დე პრენსზე” შეკრებილმა პუბლიკამ ლიონელ მესის უსტვინა – იმ გუნდის გულშემატკივრებმა, რომელშიც თამაშობს, რაც დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა, პსჟ-ს სხვა უღირსი ქმედებებიც გვახსოვს. 

იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს, ცნობით, “ლა პულგა” საფრანგეთში თავს კომფორტულად არ გრძნობს. პარიზული კლუბის “რეალთან” გავარდნამდე, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ლეო ახალ სეზონსაც “პარი სენ-ჟერმენში” დაიწყებდა და იქ მინიმუმ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩებოდა, მაგრამ, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონაში” დაბრუნება მესის ოცნებაა, თუმცა, ჯერ რამის თქმა ადრეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 14 მარ 2022, 12:34

    კარგია მესი რო არ კითხულობს აქაურ კომენტარებს, თუმცა დარწმუნებული ვარ მაგრა კიდია ჩვენი აზრი.

  • me da barca
    schedule 14 მარ 2022, 01:32

    მაგარი ნაგავი ფანები ყავს პსჟ-ს.

    ციტატა: ROUCH
    ჯერ ხელაიფი არსად არ გამოუშვებს ბოლო წამამდე, ღმერთმა იცის გამოსასყიდი რა ჩაუწერა, მიდი და გაიდაიხადე. ამას დარჩენა რო დომოდა შეთავაზებულ კონტრაქტს მოაწერდა ხელს ვადის გასვლამდე 1 წუთით ადრე და მერე ახლიდან დასამატებელი არ გახდებოდა. უნდოდა წასვლა ბართომ არ გაუშვა მერე ვითომ ვიჩივლებო მაგრამ ვიღაცამ უთხრა უეჭველი დააყე მაასე ბარსას ფანობა შეგიზიზღებს ვადა გაიყვანე და წადი ისეო . მართლაც ამოიწურა ვადა და მერე ვითომ აი იცი რა მინდა დარჩენა მარა აბა ვერა მტოვებთ და აქვითინდა მაინც ნაჩვევია. იფიქრა ნეიმარია მბაპეა 1 სეზინის წინ ფინალში იყვნენ მეც მივემატები ჩავსვავ კიდე ერთ ლიგასო იფიქრა მარა ვალდესივით მოუვიდა ახალი გამოწვევები ბარსადან წასული დე ხეას დუბლიორად რო მოგვევლინა მომდევნო წელსაც პსჟ გაატარებს და ასეთ უღიმღამოდ მოთამაშეს +1 აღარც ის გაუგრძელებს ასაკიც უფრო დაეტყობა და არარც ბარსას ენდომება და არც არავის წავა ან ბექემთან ან სადმე ყატარ მატარებში


    ტეხავს ბარსას ლეგენდაზე ასე, რომ საუბრობ, მითუმეტეს არავინ არ იცის ზუსტად რა მოხდა. ვარაუდის დონეზე ბევრი რამეს თქმა შეიძლება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 მარ 2022, 23:33

    ჰოლანდი მაინც არ მოვა და მესი დააბრუნონ, იმისთვის რომ ღირსეულად გავაცილოთ ❤️ არაფერ განსაკუთრებულს არ ვითხოოვ თამაშის მხრივ, უბრალოდ ძაან გამიხარდება ამის მოსვლა და ნეიც მოაყოლოს😁😁 ერთი წელიც რომ იყვნენ, ძაან ბედნიერი ვიქნები

  • alen halilovic
    schedule 13 მარ 2022, 23:17

    საეჭვოა, მაგრამ თუ მოინდომა ორივე მხარემ, შეიძლება მშვენივრად ჩააჯინო ამ გუნდში. უბრალოდ რამდენიც შეუძლია (წუთიც და თამაშიც) იმდენი უნდა ითამაშოს თავის დონეზე და ხავის საშუალება მისცეს რომ სწორად გამოიყენოს. ზღაპრის ლამაზი დასასრული იქნებოდა. თან თუ ეს მოხდა უკვე ლიგაზეც შეიძლება გაიწიო. აი ჰოლანდის გაფორმება თუ უფრო რეალური იქნება მაშინ არ ვიცი რა უნდა ქნან

  • ROUCH
    schedule 13 მარ 2022, 23:01

    ჯერ ხელაიფი არსად არ გამოუშვებს ბოლო წამამდე, ღმერთმა იცის გამოსასყიდი რა ჩაუწერა, მიდი და გაიდაიხადე. ამას დარჩენა რო დომოდა შეთავაზებულ კონტრაქტს მოაწერდა ხელს ვადის გასვლამდე 1 წუთით ადრე და მერე ახლიდან დასამატებელი არ გახდებოდა. უნდოდა წასვლა ბართომ არ გაუშვა მერე ვითომ ვიჩივლებო მაგრამ ვიღაცამ უთხრა უეჭველი დააყე მაასე ბარსას ფანობა შეგიზიზღებს ვადა გაიყვანე და წადი ისეო . მართლაც ამოიწურა ვადა და მერე ვითომ აი იცი რა მინდა დარჩენა მარა აბა ვერა მტოვებთ და აქვითინდა მაინც ნაჩვევია. იფიქრა ნეიმარია მბაპეა 1 სეზინის წინ ფინალში იყვნენ მეც მივემატები ჩავსვავ კიდე ერთ ლიგასო იფიქრა მარა ვალდესივით მოუვიდა ახალი გამოწვევები ბარსადან წასული დე ხეას დუბლიორად რო მოგვევლინა მომდევნო წელსაც პსჟ გაატარებს და ასეთ უღიმღამოდ მოთამაშეს +1 აღარც ის გაუგრძელებს ასაკიც უფრო დაეტყობა და არარც ბარსას ენდომება და არც არავის წავა ან ბექემთან ან სადმე ყატარ მატარებში

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 მარ 2022, 22:56

    რაც არ უნდა იყოს კაცმა 22 წლი გაატარა ამ კლუბში, მოგვაგებინა უამრავი ტიტული და ისტორიაში საუკეთესო გახდა, ბოლო წლებში კი საერთოდ მარტო იბრძოდა არამარტო მეტოქეების, არამედ ბართომეუს და მისი მწვრთნელების წინააღმდეგ, მარტო ათრევდა გუნდს და ახლა არევს სიტუაციას?მემგონი ამდენი რამის გაკეთების შემდეგ ელემენტარულ ღირსეულ გაცილებას მაინც იმსახურებს, და თუ მოვა, დადგება ფორვარდად და გუნდის ერთ ერთი ნაწილი იქნება რომელზეც გუნდი დამოკიდებული არ იქნება, სხვა მწვრთნელებს არაფერი რომ არ შეეძლოთ მაგიტო აბარებდნენ მესის ყველაფერს და მასზე აწყობდნენ თამაშს, ჩავი კი მაღალი დონის მწვრთნელია და შეუძლია მინიმუმ 1 წლით რომ გამოიყენოს

  • Mariamm
    schedule 13 მარ 2022, 22:43

    მესი ლეგენდაა, ამაზე ყველა ვთანხმდევით, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ როდესაც იგი ბარსელონაში თამაშობდა ყველა მასზე იყო დამოკიდებული? სხვა ფეხბურთელები უბრალოდ არ ჩანდნენ და მოტივაციაც არ ჰქონდათ ამ მხრივ
    დღეს მესი აღარ გვყავს და ხედავთ? ახლაც შეგვიძლია მისგარეშე არსებობა და თან ისე რომ ყველა ფეხბურთელმა გამოიჩინოს თავი, დღეს ბარსელონა მხოლოდ ლეო აღარაა და ვფიქრობ ეს კარგია, სხვები უფრო უკეთესად თამაშობენ, რადგან ფიქრობენ, რომ თუ მესი არ არსებობს ესეიგი შეუძლიათ მისი ადგილისათვის დაიწყონ ბრძოლა ანუ მოტივირებულები არიან, რისი წყალობითაც უფრო ლამაზ ფეხბურთს ვხედავთ
    ამასთანავე თუ მესი დაბრუნდება(როგორ ფორმაში დაბრუნდება ეს კიდევ საკითხავია)
    ჰოლანდთან(სხვა მისნაირ ფეხბურთელებთანაც) შანსი აღარ გვექნება, წავა და სხვა გუნდში დაიწყებს განვითარებას
    იმაზეც ვთანხმდებით რომ ჰოლანდს დიდი მომავალი აქვს და ჯობია ეს მომავალი ბარსელონაში შექმნას ვიდრე ნებისმიერ მეტოქე კლუბში

    მესის გარეშე ბარსელონა ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო და არის
    დღესაც ამ კლუბზე მხოლოდ ლეო მახსენდება
    თუმცა იმისთვის რომ უფრო მეტი ფეხბურთელი განვითარდეს რაც შესაბამისად კლუბის წინსვლას გამოიწვევს
    ჯობია "ლეგენდის" გარეშე თამაშს შევეგუოთ, რაც აშკარად კარგად გამოგვდის

  • La Pulga10
    schedule 13 მარ 2022, 22:27

    აქ უნდა დაასრულოს ამ კაცმა კარიერა.

  • Visca el barca
    schedule 13 მარ 2022, 22:21

    რავიცი, არამგონია მესიმ ჩავის დავალებები შეასრულოს, მთელი გუნდი აპრესინგებს და ერთი კაციც რომ არ მონაწილეობდეს, აიშლება მთელი სისტემა და ისევ მასზე დამოკიდებული გახდება გუნდი და მერე დაიწყება ჩავის დედის გინება. ერთ კილომეტრსაც აღარ დარბის და არ აპრესინგებს მოწინააღმდეგეებს პსჟ-ში, თითქოს საერთოდ აღარ უნდა თამაში…

  • Iniesta_8
    schedule 13 მარ 2022, 22:16

    არამგონია ოცნებობდეს. უნდოდა წასვლა და წავიდა. კაცმა არაერთხელ თქვა რომ ლიგის მოგება და კონკურენტუნარიან გუნდში თამაში უნდოდა. ახლა მიხვდა რომ ევროპა ლიგაზე მოთამაშე ბარსას და ლიგაზე მოთამაშე პსჟ-ს ლიგის მოგების თანაბარი შანსი აქვთ და წამოსვლა მოუნდა. ამით საკუთარ კარიერას მიაყენა დიდი დარტყმა. ყველა გაახსენებს რომ პსჟ-ში ვერაფერი ქნა.

    ციტატა: Barca for life
    უმაგრესი იქნებოდა მესის დაბრუნება მაგრამ მგონია რომ ცოტათი არევს სიტუაციას.
    ძლივს მის გარეშე თამაშს ვსწვალობთ და ახლა ისევ მივუბრუნდებით ძველ მდგომარეობას, მერე ისევ მოგვიაევს მისი წასვლის შეგუება და ასე..
    პროსტა დარწმუნებული ვარ ყველას გაგვისწორდება მაინც და სიხარულით შევხვდებით, რავი მე ვიმედოვნებ რომ დაბრუნდება, აქ დაასრულებს კარიერას და წავა. უბრალოდ არ მინდა სიტუაცია აირიოს, დაჟე თუ უნდა ნეიმარიც გამოაყოლოს.
    მარა მომავლისთვის ცუდი გათვლა იქნება ეს ყველაფერი.


    თუ დაბრუნდება უნდა დაბრუნდეს როგორც დამატებითი და არა მთავარი მამოძრავებელი ძალა. თუ ყველა ისევ ამისგან მოელოდება გმირობას მაშინ მირჩევნია აღარ დაბრუნდეს.

  • andres888
    schedule 13 მარ 2022, 22:11

    ჩემი აზრითა ახალი გუნდის შენება კარგად მიმდინარეობს და მგონია რომ მესის დაბრუნება სიტუაციას არევს და ისევ მესიზე გახდებიან დამოკიდებულები და ეს არც გუნდს დაეხმარება და არც მესის

  • Aroni
    schedule 13 მარ 2022, 22:11

    რეალის მერე პსჟ-ეა გუნდი რომელსაც ვერ ვიტან და რაღა მანდ გადავიდა ესეც))) უბრალოდ ის აჩკარიკა ციხეს თუ გადაურჩა რაღა უნდა თქვა მაგათ ევროპულ სამართალზე, დაღუპა და დააქცია გუნდი, მერედა მესის ალბათ ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ბარსაში კარიერის დასრულება, მალდინზე, ტოტიზე და ვინც გინდათ(ორივეს დიდ პატივს ვცემ როგორ ფეხბურთელს), მესიმ რაც გააკეთა ბარსასთვის, არარსებობს ფეხბურთელი ამდენი გაეკეთებინოს ნებისმიერი გუნდისთვის. თვითონაც ბევრი მიიღო და სწორედ ამიტომ იქნებოდა იდეალური რო ბარსაშივე დაესრულებინა კარიერა, მაგრამ მადრიდისტა ბართომეუა თუ შაშა კოლა სხვანაირად ფიქრობდა თურმე.

  • Barca for life
    schedule 13 მარ 2022, 22:05

    უმაგრესი იქნებოდა მესის დაბრუნება მაგრამ მგონია რომ ცოტათი არევს სიტუაციას.
    ძლივს მის გარეშე თამაშს ვსწვალობთ და ახლა ისევ მივუბრუნდებით ძველ მდგომარეობას, მერე ისევ მოგვიაევს მისი წასვლის შეგუება და ასე..
    პროსტა დარწმუნებული ვარ ყველას გაგვისწორდება მაინც და სიხარულით შევხვდებით, რავი მე ვიმედოვნებ რომ დაბრუნდება, აქ დაასრულებს კარიერას და წავა. უბრალოდ არ მინდა სიტუაცია აირიოს, დაჟე თუ უნდა ნეიმარიც გამოაყოლოს.
    მარა მომავლისთვის ცუდი გათვლა იქნება ეს ყველაფერი.

  • Moriba
    schedule 13 მარ 2022, 22:04

    ლაპორტა ოღონდ ეს დააბრუნე და შენზე ისევ მომიბრუნდება კარგი შთაბეჭდილება ❤💙

  • serafime
    schedule 13 მარ 2022, 22:02

    Ლაპორტამ ეს რომ დააბრუნოს ზაფხულში, ყველა კულე მისი მადლიერი იქნება და იმედია იზამს

  • Davita
    schedule 13 მარ 2022, 22:01

    მეცოდება ლეო, უნდა დაბრუნდეს ბარსაში, მისი ადგილი აქაა, უკვე დავრწმუნდი რომ სხვაგან ვერ გაქაჩავს, ერთი კლუბოს კაცია

  • Jemo-barca
    schedule 13 მარ 2022, 22:01

    პსჟ არი ყველაზე საყლ*ვეთი გუნდი ვინც არ უნდა მიიყვანოთ ლიგა1 ს გარდა მაინც ვერაფერს მოიგებთ !!! ლეო დაბრუნდი სახლში ისევ სიხარულით შეგხვდებით <3