workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი და კოუტინიო ნაკრებში გამოიძახეს

ალვესი და კოუტინიო ნაკრებში გამოიძახეს

ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც მარტის ბოლოს სანაკრებო შეხვედრებისთვის გამოიძახა. მათ შორისაა “ბარსელონას” მარჯვენა მცველი დანი ალვესიც.

ალვესის გარდა “სელესაოში” გამოიძახეს “ბარსელონადან” “ასტონ ვილაში” განათხოვრებული ფილიპე კოუტინიოც.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ ტურში ბრაზილია ჩილეს საკუთარ კედლებში, ხოლო ბოლივიას სტუმრად დაუპირისპირდება. ტიტეს გუნდს მუნდიალის საგზური განაღდებული აქვს და ახლა ბრაზილიელების მთავარი საზრუნავი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაა. ორივე ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში “სელესაო” პირველ ადგილს ინაღდებს, ხოლო თუ ქულები დაკარგა, შესაძლოა, პირველი ადგილის ბედი არგენტინასთან გადადებულმა თამაშმა გადაწყვიტოს, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია.

დანი ალვესს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით 121 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო ფილიპე კოუტინიოს – 65.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 მარ 2022, 12:42

    განაღდებულ მუნდიალის საგზურის შემდეგ რა აუცილებლობაა 40 წელს მიღწეული მოთამაშის გადაღლა, რა ბარსაში დრო არ ეძლევა თუ რა. ეძებოს ახალგარდები ამაზე კი დასვას პლიუსი ნაკრების სამუნდიალო განაცხადზე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 12:13

    ალვეშს შეუკიკინეს იმენა

  • DesmondHume
    schedule 12 მარ 2022, 01:47

    ამ ალვეშს რა გაუხურეს საქმე, მაინცდამაინც შუა თამაშში უნდა დაეცეს? :დდდდ ისედაც ხო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა (ამ ასაკშიც კი) და პლიუს ნაკრებშიც რო წურავენ ტიპს

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 მარ 2022, 22:41

    ციტატა: Memphis Depay
    ინი-ხავის დუეტი რო დედას აფარებდა ფერგის მანიუს დედას, მაგ დროს მოდრიჩი ტოტეს სკამის მხეხავი იყო, ვაფშე მოურინიოს პირველ სეზონი მოდრიჩი შერაცხეს როგორც წარუმატებელი ტრანსფერი, კლასიკოებში იხევდა ინი სულ, ერთი ოქროს ბურთი აქ ისიც შეტენილი, ბაყაყიჭამიების წინააღმდეგ თუ რამე ქნა დიდი ამბავი, ნიცები ხმ.არობენ.


    სექტანტი ფანების გამო ნერვებს ნუ მოიშლი გირჩევ, კი მოდრიჩი ძაან მაგარია მაგრამ ინის დონე სულ სხვა იყო და ვინც ლოგიკურად აზროვნებს და ვინც საერთოდ აზროვნებს დამეთანხმება

  • Memphis Depay
    schedule 11 მარ 2022, 19:29

    ინი-ხავის დუეტი რო დედას აფარებდა ფერგის მანიუს დედას, მაგ დროს მოდრიჩი ტოტეს სკამის მხეხავი იყო, ვაფშე მოურინიოს პირველ სეზონი მოდრიჩი შერაცხეს როგორც წარუმატებელი ტრანსფერი, კლასიკოებში იხევდა ინი სულ, ერთი ოქროს ბურთი აქ ისიც შეტენილი, ბაყაყიჭამიების წინააღმდეგ თუ რამე ქნა დიდი ამბავი, ნიცები ხმ.არობენ.