workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლიდსის შემტევით ინტერესდება

ბარსელონა ლიდსის შემტევით ინტერესდება

ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცდება.

მთავარ სამიზნე, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდია, თუმცა, კლუბს სხვა შემტევებსაც უკავშირებენ.

ახლა კი, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანა”, ლიდს იუნაიტედის” მარჯვენა გარემარბის, რაფინიას დამატებით დაინტერესებულ გუნდებს შორისაა.

25 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური “ავაის” აღზრდილია, რის შემდეგაც მან “გიმარაეშში”, “სპორტინგსა” და “რენში” ითამაშა, 2020 წლიდან კი ინგლისში ასპარეზობს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 25 მატჩში 9 გოლი და 2 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2022, 16:16

    ან ჰოლანდი ან ეს? სხვა ვარიანტი არ არის?