ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” დანი ალვესს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, თუმცა, როგორც AS იტყობინება, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.
მადრიდული გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი ზაფხულამდე მოცდას არჩევს. თუ “ბარსა” სესარ ასპილიკუეტასა და ნუსაირ მაზრაუის გადაბირებას მოახერხებს და ამასთან, სერჟინიო დესტის შენარჩუნებას გადაწყვეტს, შესაძლოა, ბრაზილიელის დატოვების საჭიროება აღარ იყოს.
ასეა თუ ისე, ამჯამად დანი ალვესით ყველა კმაყოფილია. 38 წლის ფეხბურთელი გუნდისთვის, მოედანსა და მის მიღმა, უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. “ბლაუგრანას” ქომაგები მის შენარჩუნებას ისურვებდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღება.

მაზრაუი არ გვჭირდება და დანი იყოს გუნდში
და ალვეშიც რომ იყოს რა? ხელფასს გთხოვს თუ ძირითადს?
სათამაშო დროს ითხოვს სამაგიეროდ ელჩესთანაც ძალიან კარგად გამოჩნდა რო დიდი ხანი არ შეუძლია წინ და უკან სირბილი ასპილიკუეტა ალვეშთან შედარებით ახალგაზრდაა მაზრაუიზე საუბარიც არ მაქვს და ერთ პოზიციაზე სამ კაცს როგორ უ და გადაუნაწილო სათამაშო დრო ისე რო უკმაყოფილო არცერთი დარჩეს რავიცი აბა
დანი ბევრს კიდევ ამოიცვავს ბარე ორს!
არააა! დანი აუცილებლად უნდა დარჩეს!!
და ალვეშიც რომ იყოს რა? ხელფასს გთხოვს თუ ძირითადს?
ალვეში თუ დატოვეს მაშინ ასპილიკუეტას და მაზრაუის ორივეს მოყვანის აზრს და ლოგიკას ვერ ვხვდები მაშინ ან ერთი უნდა მოიყვანონ ან მეორე მარტო ასპილიკუეტა თუ მოიყვანეს ორ სამ წელიწადში მარჯვენა მცველი ისევ მოსაყვანი გვეყოლება მაშინ დესტი არ უნდა გაუშვან და ისევ სამი მარჯვენა მცველი გვეყოლება მაშინ ასპილიკუეტა არ უნდა მოიყვანონ და ან დესტი დატოვონ ან მარტო მაზრაუი მოიყვანონ მარა ფაქტია რო ასპილიკუეტას მოყვანა ძაან უნდათ ისევე როგორც მაზრაუის ხოდა ჯობია რო ალვეში გაიშვან
თუ ხელფასის მომატებას არ ითხოვს, ერთი წელი კიდევ შეიძლება დატოვება. მაგ ადგილზე რო ნორმალური ჩამოყალიბებული მცველი დავამაგროთ.
იყოს სადამდეც ფეხბურთს ითამაშებს. ხელფასი ამას არ აქვს დიდი და არაფერი
Საჭირო კაცია, თუ ძირითადი არა სკამზე კარგია ასეთი გამოცდილი მცველის ყოლა, დესტიც ისწავლის ამისგან თან.
ჩემი აზრით ზაფხლუში უნდა გაუშვან