workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი ლეო მესისა და დანი ალვესის გვერდით

ტერ შტეგენი ლეო მესისა და დანი ალვესის გვერდით

ლა ლიგის ინფორმაციით, “ელჩესთან” მოგებული (2-1) შეხვედრა მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის “ბარსელონას” მაიუსრით ესპანეთის ჩემპიონატში 206-ე იყო.

შესაბამისად, გერმანელი ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონში, ლეგიონერებს შორის, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ჩატარებული მატჩებით მე-3 ადგილზე გადავიდა და მხოლოდ ლეო მესისა (520) და დანი ალვესს (251) ჩამორჩება.

დიდი ალბათობით, ტერ შტეგენს, ასაკიდან გამომდინარე, ბრაზილიელი მცველისთვის გადასაწრების შანსი ექნება, თუმცა, მესიმდე მას ძალიან ბევრი აშორებს, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი გუნდში აღარაა.

ტერ შტეგენი და მესი თანაგუნდელები 2014-21 წლებში იყვნენ, დანი ალვესთან კი გერმანელი 2014 წლიდან 2016 წლამდე და 2021 წლიდან დღემდე თამაშობდა/თამაშობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 09 მარ 2022, 15:23

    კი ბატონო ალვესის რეკორდს მოხსნის თუ კიდევ არ აურია თამაში. მაგრამ ლეოს რეკორდს თუ ვინმე მოხსნის საერთოდ ეგ საკმაოდ რთული საკითხი იქნება.