“ბარსელონას” სესარ ასპილიკუეტას თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება სურს, თუმცა, შესაძლოა, მის სანაცვლოდ თანხის გადახდამ მაინც მოუწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს კონტრაქტი სეზონის ეწურება, “ჩელსის” გარკვეული რაოდენობის მატჩის ჩატარების შემდეგ მისი ცალმხრივად, ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” იძულებული იქნება, “ლურჯებთან” მოლაპარაკებები გამართოს, რათა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიოს. თუ ლონდონური კლუბი აღნიშნულ უფლებას გამოიყენებს, “ბლაუგრანას” ასპილიკუეტას სანაცვლოდ თანხის გადახდა მოუწევს.
32 წლის ფეხბურთელს ლა ლიგაში დაბრუნება სურს, თუმცა არც “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენის წინააღმდეგი იქნება. მას “ჩელსისთან” კარგი ურთიერთობა აქვს და კლუბს არაფერს აიძულებს. “ბარსელონა” კი მოიცდის, რათა მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწიოს.

არა მგონია ესეთი წუწკები იყვნენ რო თითქმის პენსიონერს კიდევ ერთი წელი შეახსენონ და დატოვონ ან ფული მოთხოვონ. ამან ხო უარი თქვე პრემიერლიგის გუნდებში გადასვლაზე რომ ჩელსის არ ავნოს,მაშინ დარჩება და იქვე განაგრძობს ერთი წლის შემდეგ სხვა გუნდში თამაშს ეგ მოეწონებათ?
კეინი თან 27 წლისაა მხოლოდ
ისე კაეინი კარგ ფორმაში შევიდა ისევ და თუ ჰოლანდი არა ეგ მაინც მოვიყვანოთ თან სუარესივითაა, პასებს ძაან მაგარს არიგებს, მოძრავიცაა, დარტყმა ხო მშვენიერი აქ და თან ძაან არც ძაან ძვირი იქნება და ხელფასს ჰოლანდისნაირს არ მოითხოვს, ასევე ჰოლანდში რაც არ მომწონს ისაა რომ ტრამვიანია და აშკარაა რომ მისთვის ბარსა სათადარიგო ვარიანტია და სადაც ფულს გადაუხდიან იქ წავა, მე კი ეგეთი ხალხი არ მევასება ნამდვილად
33 კაცში 1 წელი რო აქვს კონტრაქტი 10?არავინ მოითხოვს. ბარსასთვის ადრე არ იყო ეგ ფული არაფერი თორე ახლა.. თუ ეგრე ქნეს დავიკიდოთ ასპი და მაზრაუის მივაწვეთ.
მეც ვირუს მიგდებს საიტს აქვს მემგონი. სხვა საიტებზე არშვება ასე
10 მილიონს მაინც აგვახევენ მარა არაუშავს, დღევანდელ ფეხბურთში 10 ლიმონი არაფერია.
მაქსიმუმ 5-10 მილიონი იყოს გადასახდელი და უეჭველი მოსაყვანია❤️ მაზრაუი არ გვჭირდება და დესტი დასატოვებელია,პროგრესი აქვს,ახლა არ აფუჭებს არაფერს,მერე გაკეთებასაც დაიწყებს ❤️
ერთხელ მეც ამომიგდო, თან ეგეთი ვირუსები სხვა საიტებზეც შემხვედრია და სულ ერთიდაიგივეა
დანი კიდე ძალიან დაგვიჩაგრეს სისწრაფეში.
რავი მაზრაუისაც დაეჩალიჩებიანო და ამაში კიდე ფულის გადახდა უაზრობა იქნება, თან 4 მარჯვენა მცველი ზედმეტი იქნება
თუ გამოიყენეს ეგ პუნქტი,არც გადმოვა ჩვენთან,რატომ უნდა დაიხარჯოს ფული.