“ბარსელონა” და რონალდ არაუხოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხანია უშედეგოდ მიმდინარეობს. Sport-ის ცნობით, მხარეთა პოზიციები საკმარისად არ დაახლოებულა, ამიტომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას არ უნდა ველოდეთ.
ურუგვაელს “ბარსაში” დარჩენა სურს და ამავდროულად იმედოვნებს, რომ გუნდი მას დააფასებს. ის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რაც კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ უნდა შეიცვალოს. 22 წლის უკანახაზელს “ბლაუგრანას” ეკონომიკური მდგომარეობის კარგად ესმის და მზადაა, დარჩენის სანაცვლოდ პრემიერ ლიგის კლუბების ბევრად უკეთეს შეთავაზებებზეც კი უარი თქვას. საბოლოო ჯამში, არაუხოს პოზიცია ასე ჩამოყალიბდება: მისი პრიორიტეტი “ბარსაში” დარჩენაა, თუმცა წასვლას 100%-ით არ გამორიცხავს.
თავის მხრივ, “ბარსელონა” ურუგვაელს დაცვის ლიდერად მოიაზრებს და მისი გაშვება კლუბის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებამდე მივლენ.

ჰოლანდზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს კაცია 😍😍
ამან ძალიან სამართლიანი კონტრაქტი მოითხოვა, ნორმალური ანაზთაურება+ბონუსები, მისი თამაშის ხარისხის მიხედვით;
დაეხმარება გუნდს ტიტულების მოგებაში, გაიზრდება შემოსავალი, გაეზრდება ამასაც;
ვერ გაიზრდება შემოსავალი, არ გახდება ტვირთი გუნდისათვის;
ამას ჰქვია კაცური საქციელი, მთავარია სწორედ გაუგონ
არაუხო გავი ნიკო უნდა დაფასდნენ იმიტომ რომ ძაან კარგები არიან მე ძაან მეიმედებიან ეს ბიჭუნები
ხოდა ჰოლანდის დედაც ვატირე მე, ეს ბიჭები შევინარჩუნოთ რაც მთავარია და ფორვარდების მეტი რა გამოჩნდება
ჩვენ გვყავს არა მეგობარო. ამ ასაკის და ამაზე უკეთესა მე რავი ვაბშე ვერ ვიხსენებ ევროპაში. შეიძლები ჩვენი რომაა ზედმეტად ვაფასებ მაგრამ რავი ვინ არის სხვა უკეთესი?
ამ ჰოლანდის დევნა შეიწირავს ლაპორტას. ვერც იყიდის ბოლოს და საძირკველსაც გამოუცლის გუნდს გავის არაუხოს და სხვების წასვლით
რაღა ტყუილად, 1 წელი დარჩა კონტრაქტით. ჰოლანდს 50 მილიონი რომ უნდა გადაუხადონ და ამას 5-საც არ სთავაზობენ წავა აბა რას იზამს. რობერტოებს და დემბელებს აქვთ 10-ჯერ მეტი ხელფასი და ამის 10%-საც არ აკეთებენ. სერიოზულ დაუფასებლობას აქვს ადგილი.
ამაზე უფრო უკეთესი მცველი ვინ გვყავს? ან აქამდე ყველაზე ნაკლები ელფასი რატომ ქონდა. დროზე გაუფორმონ ეხლა ამის განერვიულება იქნება.
ტყუილად პანიკას თესავენ ეს ახვარი გამოცემები.
ეჰეე რა წასვლას არ გამორიცხავს ვაიმე ეს არ დავკარგოთ თორეე