workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Spotify შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

Spotify შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

რამდენიმე კვირის წინ “ბარსელონასა” და Spotify-ს შეთანხმება უკვე შემდგარი ჩანდა და მის ოფიციალურად გაფორმებას ველოდით, თუმცა ბოლო დღეებში პროცესები განსხვავებულად წარიმართა და, როგორც Sport გვამცნობს, გარიგების პირობები შეიცვლება.

წყაროს თანახმად, შვედური კომპანია გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს – კერძოდ, თანამშრომლობის წლების გახანგრძლივება და საინვესტიციო თანხის შემცირება სურს. Spotify მიიჩნევს, რომ მიღწეული შეთანხმება ორივე მხარეს თანაბრად უნდა აკმაყოფილებდეს. ასეა თუ ისე, მოლაპარაკებები გრძელდება და ორივე მხარე იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა შედგება. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” კაპიტალის მოზიდვის სხვა გზებზე მუშაობა დაიწყო, რისი მაგალითიც CVC-სთან მოლაპარაკებების განახლებაა.

თავდაპირველი პირობებით, “ბარსა” შევდური კომპანიისგან 4 წელიწადში დაახლოებით 280 მილიონ ევროს მიიღებდა – 70 მილიონს თითოეულ სეზონში, რასაც ცვლადებზე დამოკიდებული გარკვეული თანხაც დაემატებოდა.

Spotify “ბარსელონას” მთავარი სპონსორი გახდება და მისი სახელი მამაკაცთა და ქალთა პირველი გუნდების მაისურებსა და სავარჯიშო ფორმაზე იქნება დატანილი. ასევე, სტადიონის სახელზე ექნება უფლება და “ბარსას” საშინაო არენას “კამპ ნოუ Spotify” დაერქმევა. გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, “კამპ ნოუს” განახლების დასრულების შემდეგ, ახალი კონტრაქტი გარორმდება, რომლის მიხედვითაც, “ბლაუგრანა” მომდევნო 20 წელიწადში 500 მილიონ ევროს მიიღებს.

ჟერარ რომერო ადასტურებს, რომ მომდევნო სეზონის მაისურები Spotify-ს წარწერით უკვე დამზადებულია, შესაბამისად, სპონსორობას საფრთხე არ ემუქრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Kun agüeroooo
    schedule 06 მარ 2022, 15:28

    ოოო ესენი უკვე ურევენნ

  • DesmondHume
    schedule 05 მარ 2022, 16:39

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ხალხმა კითხვა არ იცის, 4 წელიწადში 280 მილიონს მიიღებს გუნდი და მერე გახანგრძლივდება კონტრაქტი და 20 წელში 500 მილიონს მისცემენ. თან დიდი ალბათობით კამპ ნოუს სახელი ამ ახალ კონტრაქტში არ იქნება გათვალისწინებული 😐

    ასეც რომ იყოს, 20 წელიწადში 500 მილიონი არის სრული იდიოტობა ხელმძღვანელობის მხრიდან. ასეთი პირობები ერთადერთი მხარისთვისაა მომგებიანი და ეს ბარსელონა აშკარად არაა

  • shu1987
    schedule 05 მარ 2022, 12:43

    ერთი ადგილის თამაშს არ ვართო აბა 🙂

  • nika 54
    schedule 05 მარ 2022, 12:09

    როცა აქ მწერლები წერენ ფაქტი შემდგარია 99%-ით და ოფიციალურად ორშაბათს დადასტურდებაო, უკვე ეჭვი მიჩნდება ყოველთვის. ეგება ერთი დღე მოიცადოთ ხოლმე და ერთმანეთს ნუ ასწრებთ სასურველის შესრულებულად წარმოჩენას.
    მე ევროსპორტზე წავიკითხე, აქ რო დახურულად ცხადდებოდა კონტრაქტი, რომ ნაიკი უკმაყოფილო იყო და ითხოვდა დაზუსტებებს რაც მაისურების ბეჭდვას თუ კერვას ეხებოდა. მაშინ დიდი ყურადღება არ მივაქციე მაგრამ რაღაცა რო ვერ იყო ბოლომდე გაიასნებული ეს ჩანდა. მოდI რა ნუ ემსგავსებით ჰალას ადმინია თუ მწერალი მთელი ზაფხული რო გვიმტკიცებდა ახალ სეზონს "ლოტინი" რეალში დაიწყებსო.ლოტინი მბაპეს გვარია და ალბათ ეს მწერალიც სრული გვარ სახელით მიმართავდა არაფერი ეწყინოსო. თუმცა ალბათ რო კითხო ედსონ არანტეს დე ნასიმენტო ვინ არისო ვერ გეტყვის.

    ციტატა: nika 54

    P.S. იმედია ყველამ იცის რომ ედსონ არანტეს დე ნასიმენტო პელეს სახელი და გვარია. პელე კი ბავშვობაში შერქმეული კლიჩკაა, რომელიც თვითონაც არ იცის როგორ და ვინ შეარქვა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 05 მარ 2022, 11:16

    ხალხმა კითხვა არ იცის, 4 წელიწადში 280 მილიონს მიიღებს გუნდი და მერე გახანგრძლივდება კონტრაქტი და 20 წელში 500 მილიონს მისცემენ. თან დიდი ალბათობით კამპ ნოუს სახელი ამ ახალ კონტრაქტში არ იქნება გათვალისწინებული 😐

  • ROUCH
    schedule 05 მარ 2022, 03:37

    ცოტა შემაყოფინეო დაემართა ლაპორტას ეხლა ძირამდე დაუცობენ

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2022, 03:13

    რანაირადაა ეგ პირობები ორივე მხარესთვის დამაკმაყოფილებელი 20 წელიწადში 500 მილიონი ძაან ცოტაა

  • DesmondHume
    schedule 05 მარ 2022, 02:17

    4 წელიწადში 280 მილიონს ვგეგმავდით და 20 წელიწადში 500 მილიონს გვტენიან? გვეკაიფებიან? :დდდდდდდდდდ

    აქ პუ*ინი არავინ არაა ჯიგრებო