აბდე ეზალზულის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღება. ერთ-ერთი ვარიანტი იჯარით გაშვებაცაა, ვინაიდან მაროკოელის შეძენით ბევრი კლუბი ინტერესდება.
20 წლის თავდამსხმელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და შესაძლებელია, ის კიდევ 2 წლით გახანგრძლივდეს.
კატალონიურმა გრანდმა ეზალზული გასულ ზაფხულში “ერკულესიდან” დაიმატა. აბდე “ბარსელონა ბ-ში” ირიცხება, თუმცა პირველ გუნდში ხშირად აწინაურებენ. მის ანგარიშზე 10 მატჩში ერთი გოლია.




არაფერი არაა ეს ეზალზული თუ ვინცაა,გასაშვებია სადმე პრემიერ ლიგაში 10 მილიონად
ნეტა იყიდის ამას ვინმე? ნეტა იჯარით მაინც გაუშვან და ნერე გამოისყიდის ვინმე ხეტაფე ან ლევანტე
ამან რაც ნაკრებზე უარი თქვა იმის მერე აღარმევასება, გადასარევი ნიჭისა და პოტენციალის მქონეც არაა ამიტო ჯობს გაყიდონ
ხვიჩაზე ოვერრეითედ ფეხბურთელი არ მეგულება მგონი :დ დე იონგი 3 წლის მერე ათამაშდა პირველად, რამდენიმე მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა აბდემ , უტვინო ნაღდად არაა და დრიბლინგიც ძალიან კარგი აქვს, განვითარება ჭირდება. რამდენიმე დღის წინ დუბლებში ულამაზესი გოლი გაიტანა და ასეთი შეფასება, ჩემი აზრით, არ დაუმსახურებია.
გაგედო? ღირსი ხარ. ამ ჩემისამ მშობლიური ნაკრები დაიკიდა რო 2 თამში ჩაეტარებინა ბარსაში ამას რო აღარავინ მიასუნინებდა მოედანზე ეგ ხო ნათელი იყო როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიღებოდა. იმ ხალხს რაღას შეაძულა თავი ამისნაირები არც მე მევასებიან
კაი დამშვიდდი,მოუფიქრებენ რამეს შენ იყავი კარგად😆
ტყიდან გამოქცეული ქაჯი. გაიგდე ბურთი და დაიკიდე დაეწევი თუ ვერა :დ არადა 10 ად გაიყიდებოდა. ინგლისში ევასებათ ესეთი ცხენები მარა ჯერ გავაიჯაროთ. იქნნებ კარგად ითამაშოს და ფასი მოემატოს
ისე ისწავლონ ჩვენებმაც ახალგაზრდების გამოყენება. ნიჭიერი ახალგაზრდა რო გყავს გუნდში მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.
აიაქსს მაინც შეხედონ, ეგ კი არა ეხლახანს ბაიერნმაც გადაწყვიტა აიაქსის გზას გაჰყვეს. ამისათვის ბევრი არ არის საჭირო მთავარია კარგი შეფუთვა, ათამაშონ ხშირად, შეუქმნან პირობები რო მეტოქეებს ინტერესი გაუღვივოს და იქნებ 5-10 მილიონად ნაყიდები 30-40 გაიყიდონ კიდეც. ამ დროს ჩვენ 105-140 მილიონად ნაყიდებს მუქთად ვუშვებთ. თავის დროზე დემბელეზე და კოუტინიოზე რო გვეფიქრა ეგება ეგენიც გასაყიდ კანდიდატებს შორის მოხვედრილიყვნენ და არა მოსაცილებელთა სიაში.
იჯარა იდეალური იქნება