workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი

როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი

BT Sport-ის ინფორმაციით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მუშაობს, რომელსაც ბევრი საინტერესო სიახლე დაემატება.

წყაროს ცნობით, განახლებულ ტურნირზე შემდეგ ცვლილებებს ვიხილავთ:

  • გათამაშებაში მონაწილეობას, 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი მიიღებს;
  • ჯგუფურ ეტაპს ერთი მთლიანი სატურნირო ცხრილი ჩაანაცვლებს;
  • თითოეული კლუბი 10 შეხვედრას ჩაატარებს: 5-ს სახლში და ამდენივეს – გასვლაზე;
  • ვიხილავთ 100 მატჩით მეტს;
  • ცხრილში პირველ 9 ადგილზე მყოფი გუნდები შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავლენ;
  • მე-9-დან 24-ე პოზიციაზე მყოფი კლუბები, შემდეგ ეტაპზე გასაღწევად, ერთმანეთს 2-მატჩიან შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. 

როგორც ცნობილია, ახალი ფორმატი 2024-25 წლების სეზონიდან ამოქმედდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 04 მარ 2022, 14:28

    ციტატა: me da barca
    თუ 36 გუნდი ითამაშებს და მთლიანი სატურნირო ცხრილი იქნება, მაშინ როგორ ითამაშებს 1 გუნდი 10 მატჩს და არა 17 ვერ გავიგე.

    შეიძლება ჯგუფები 6 გუნდიანი გახადონ და მაშინ გასაგებია 10 თამაში. ისიც გასაგებია რომ ამ 10 თამაშის შედეგებით საერთო ცხრილი შეიქმნება, საერთო შედეგებით და ამ 36 გუნდიან ცხრილში პირველი 9 გავა პირდაპირ პლეი ოფში. ხოლო მე-10 დან 24-მდე 14 გუნდი ერთმანეთში 7 უძლიერესს გამოავლენს ორ-ორი შეხვედრით. ეს 7 და ის პირველი 9 ანუ სულ 16 გუნდი შექმნიან 1/8 ფინალის მონაწილეებს. ასე უფრო რეალური ჩანს მაგრამ ნამეტანი დახლართული მგონია. ამ გეგმის დადებითი მხარე ალბათ ის იქნება რომ ჯგუფებში მეორე ადგილოსნები უფრო ცუდი შედეგებით ვიდრე სხვა ჯგუფების მესამე ადგილოსნები უკეთესი შედეგით 1/8-ის მიღმა არ დარჩებიან.
    დაახლოებით ასე მეჩვენება უეფას გეგმა იმ მოცემულობით რაც აქ დაიწერა, ვინმემ უფრო ზუსტი სქემა თუ მოძებნა, დაწერეთ საინტერესოა.

  • Aroni
    schedule 04 მარ 2022, 04:39

    მერე და ამდენ თამაშს რომელი ფეხბურთელი გაუძლებს? ისედაც გადატვირთულები არიან… 13თამაში უწევს ეხლანდელი ფორმატით(ფინალის ჩათვლით). ტრამვები მერე იქნება თუ იქნება…

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2022, 01:32

    ეს სისულელე საიდან მოთხარეს ამას ისევ სუპერ ლიგა ჯობია

  • me da barca
    schedule 04 მარ 2022, 00:54

    თუ 36 გუნდი ითამაშებს და მთლიანი სატურნირო ცხრილი იქნება, მაშინ როგორ ითამაშებს 1 გუნდი 10 მატჩს და არა 17 ვერ გავიგე.

  • La Pulga10
    schedule 04 მარ 2022, 00:52

    და მერე სუპერ ლიგაზე იტყვის ჩეფერინი რამეს.ტიპებს მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელში ჩათრებაც უნდათ.მოკვლა უნდათ ფეხბურთელების თუ რა არის.მე სისულელედ მეჩვენება ეს ფორმატი.

  • zazala7
    schedule 04 მარ 2022, 00:27

    ეს დურაკობა ვინ მოიფიქრა: 36 გუნდი, 100 თამაშით მეტი. ჩემპიონთა ლიგაა თუ ეროვნული ჩემპიონატი?! ან სად უნდა ჩატიონ ამდენი თამაშები? ტოპ 5 ქვეყნის მოთამაშე ფეხბურთელი სეზონში საშუალოდ 60 თამაშს ატარებს და ამას რომ 36 გუნდიანი ტურნირი დაემატება რა გამოვა, ფეხბურთელეების დახოცვა გინდათ? ვინ გაუძლებს ამ დატვირთვას?ადამიანებია რობოტები ხომ არა. ფულის კეთებაზე აღარაფერს ვამბობ

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 მარ 2022, 00:18

    Don_Andresito,
    მართალი ხარ 100%, ერთი ის მახარებს რომ ჯერ ჯერობით შეიხების გუნდები ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე არიან და იმედია ასეც დარჩება, პსჟ დაწყობილი გუნდი ნამდვილად არაა, სიტი კი პეპის წასვლის მერე ჩამოიშლება, იქ პეპს მის ტაქტიკაზე მორგებული ხალხი ჰყავს და სხვა ტაქტიკაში ვინ იცის როგორც ითამაშებენ, მემგონი ძაან დასუსტდებიან და ოთხეულისთვის წვალება მოუწევთ, პსჟ კი იშლება ნელ ნელა, მბაპე მიდის, მესი და რამოსი ბებრები, დი მარიაც, ნეიმარს ვინ იცის როდისბრა მოეხასიათება,იმედია დაიშლება ეგ გუნდი და ვეღარ ააწყობენ მაგრაირს, ნიუკასლის პრემიერ ლიგიდან გავარდნაც გამისწორდებოდა, შეიხია მფლობელი და თან რა შეიხი, მკვლელი და სადისტი, მოკლედ შეიხების გუნდებზე ალერგია მაქ და იმედია წარმატებას ვერ მიაღწევენ

  • nikusha
    schedule 04 მარ 2022, 00:17

    ძაან სულელური იდეა მგონია

    ციტატა: Don_Andresito
    რა განსხვავებაა და დამატებითI თამაშები უდრის დამატებით შემოსავალს. მეტ ფულს ტრანსილაციებიდან. საპრიზო ფონდს ოდნავ გაზრდიან ზატო მეტი ფული წავა ჩეფერინის ჯიბეში. ჩაეფლო კორუფციულ გარიგებებში შეიხებთან, საპატიო თანამდებობაზე ხელაიფი დანიშნა, ლიგის ფინალი პარიზში გადაიტანა, ეს ცვლილებაც შეიხების ნაკარნახებია, უფრო მეტი თამაში რო იქნება უკეთ გაერთობიან, ეგენი ხო მონათმფლობელები არიან, ფეხბურთელები კი არა მონები ყავთ გუნდში. ჩეფერინიც უკვე ამათი მონაა. სიტის დისკვალიპიკაცია მისცა ფინანსური დარღვევების გამო და იმ წელს როცა არ უნდა ეთამაშა საერთოდ, ლიგის ფინალში გავიდა გუნდი 😀 ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? სულში ჩააფურთხეს. ბოლოს რაც კენჭისყრაზზე მოხდა საერთოდ უნდა გადამდგარიყო ეს კუტუ მარა სად აქვს თავმოყვარეობა. მიყიდა სული არაბებს და შემოიყვანა ფეხბურთში ბოლომდე. ნავთობით მოვაჭრეების კონკურენტი როგორ უნდა იყოს ბარსა. სპოტიფაის და სხვებს 250 მილიონზე ვეხვეწებით როცა მაგდენი შეიხების ჯიბის ფულია და აკრძალვის მიუხედავად ისევ დებენ პირად ფულს გუნდის ფონდში, ვითომ გამოიმუშავეს. ტებასი კიდე ჩუჩელაა და ესპპანური ფეხბურთის მკვლელი, ბარსას უფლება არ მისცა მესი შეენარჩუნებინა, უაზრო წესებით ბოჭავს ესპანურ გუნდებს როცა ცალკე უეფა გვეომება. სახელფასო ჭერიო და სისულელეები როცა პსჟ ეს გაცილებით დაბალი შემოსავლით, დასწრებით და ტრანსილაციებიდან მიღებული კაპიკებით მესის ნეიმარის ვერატის მარკინიოსის მბაპეს დონარუმას რამოსის შენახვა შეუძლია. ასტრონომიული ხელფასი აქვს თითოეულს, დარწმუნებული ვარ ბუნებრივ შემოსავალზე ბევრად მეტს იხდის ხელფასებში. მარა შეიხები კარგად ერთობიან ამიტო დაამატებინეს თამაშები, იქნებ ყოველ დღე იყოს რო აღარ მოიწყინონ. დამატებითი 100 თამაში როგორ აისახება გუნდების ფორმაზე კაცმა არ იცის. თამაშების რაოდენობის შემცირებას ითხოვს ყველა და ჩეფერინიმ დაამატა. და რატო არ არსებობს ბერკეტი რომელიც ამ არაკაცს მოაშორებს?


    ამას ისევ ის სუპერ ლიგა ჯობია

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ერიკსენი-აგუეროს გზას დაადგება ბევრი ვატყობ😔😔😔


    არა თუ ამას აკეთებენ მაშინ რაღაზე დაიწუნეს სუპერ ლიგის პროექტი?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 მარ 2022, 00:02

    ერიკსენი-აგუეროს გზას დაადგება ბევრი ვატყობ😔😔😔

  • Don_Andresito
    schedule 03 მარ 2022, 23:08

    რა განსხვავებაა და დამატებითI თამაშები უდრის დამატებით შემოსავალს. მეტ ფულს ტრანსილაციებიდან. საპრიზო ფონდს ოდნავ გაზრდიან ზატო მეტი ფული წავა ჩეფერინის ჯიბეში. ჩაეფლო კორუფციულ გარიგებებში შეიხებთან, საპატიო თანამდებობაზე ხელაიფი დანიშნა, ლიგის ფინალი პარიზში გადაიტანა, ეს ცვლილებაც შეიხების ნაკარნახებია, უფრო მეტი თამაში რო იქნება უკეთ გაერთობიან, ეგენი ხო მონათმფლობელები არიან, ფეხბურთელები კი არა მონები ყავთ გუნდში. ჩეფერინიც უკვე ამათი მონაა. სიტის დისკვალიპიკაცია მისცა ფინანსური დარღვევების გამო და იმ წელს როცა არ უნდა ეთამაშა საერთოდ, ლიგის ფინალში გავიდა გუნდი 😀 ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? სულში ჩააფურთხეს. ბოლოს რაც კენჭისყრაზზე მოხდა საერთოდ უნდა გადამდგარიყო ეს კუტუ მარა სად აქვს თავმოყვარეობა. მიყიდა სული არაბებს და შემოიყვანა ფეხბურთში ბოლომდე. ნავთობით მოვაჭრეების კონკურენტი როგორ უნდა იყოს ბარსა. სპოტიფაის და სხვებს 250 მილიონზე ვეხვეწებით როცა მაგდენი შეიხების ჯიბის ფულია და აკრძალვის მიუხედავად ისევ დებენ პირად ფულს გუნდის ფონდში, ვითომ გამოიმუშავეს. ტებასი კიდე ჩუჩელაა და ესპპანური ფეხბურთის მკვლელი, ბარსას უფლება არ მისცა მესი შეენარჩუნებინა, უაზრო წესებით ბოჭავს ესპანურ გუნდებს როცა ცალკე უეფა გვეომება. სახელფასო ჭერიო და სისულელეები როცა პსჟ ეს გაცილებით დაბალი შემოსავლით, დასწრებით და ტრანსილაციებიდან მიღებული კაპიკებით მესის ნეიმარის ვერატის მარკინიოსის მბაპეს დონარუმას რამოსის შენახვა შეუძლია. ასტრონომიული ხელფასი აქვს თითოეულს, დარწმუნებული ვარ ბუნებრივ შემოსავალზე ბევრად მეტს იხდის ხელფასებში. მარა შეიხები კარგად ერთობიან ამიტო დაამატებინეს თამაშები, იქნებ ყოველ დღე იყოს რო აღარ მოიწყინონ. დამატებითი 100 თამაში როგორ აისახება გუნდების ფორმაზე კაცმა არ იცის. თამაშების რაოდენობის შემცირებას ითხოვს ყველა და ჩეფერინიმ დაამატა. და რატო არ არსებობს ბერკეტი რომელიც ამ არაკაცს მოაშორებს?

  • riva
    schedule 03 მარ 2022, 22:53

    და როგორ ნაწილდება ვინ ვის ეთამაშება?

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 მარ 2022, 22:49

    რავიცი ძაან არ მომწონს, ჯერ ერთი ამდენი წელია მიჩვეული ვარ ერთ ფორმატს და მერე მეორე ძაან უაზროდ გაიწელება, ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ ფეხბურთელებს და გადაიწვებიან მთლად, თან შეცვლის აზრსაც ვერ ვხვდები,რითია ეს ფორმატი წინაზე უკეთესი? ცვლილებას მარტო ცვლილების გამო ხომ არ გააკეთებენ, გაუმჯობესებაც უნდა ჰქონდე და მე ამაში უკეთესს ვერაფერს ვხედავ😕

  • BARC4ever
    schedule 03 მარ 2022, 22:34

    რავიცი მე პირადად არ მომწონს. ძალიან გაწელილი მგონია