workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჰოლანდის ალტერნატივად ლაუტარო მარტინესს განიხილავს | Sport

ბარსელონა ჰოლანდის ალტერნატივად ლაუტარო მარტინესს განიხილავს | Sport

ზაფხულში “ბარსელონას” მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება, თუმცა ნორვეგიელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, კლუბი შეტევას მაინც გააძლიერებს.

Sport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავის გადაბირებას ვერ მოახერხებს, მის ერთ-ერთ ალტერნატივად ლაუტარო მარტინესს განიხილავს, რომელიც 2020 წელს “ბლაუგრანაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

წყაროს თანახმად, მილანის “ინტერი” შემადგენლობის გასაძლიერებლად არგენტინელი თავდამსხმელის გაშვებას განიხილავს და მის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 70 მილიონ ევროს მოითხოვს.

ლაუტარო 2020 წელს “ბარსას” მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

კატალონიელები ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ვინაიდან სპორტული პროექტის მის გარშემო აწყობას განიხილავენ, თუმცა რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, კლუბს გარანტირებული არაფერი არ აქვს, ამიტომ “ბარსა” ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (25)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 თებ 2022, 14:00

    ციტატა: M10 S9 D11
    რაის ლაუტარო მეორე გრიზმანი იქმება ბარსაში


    გრიზმანი კიდე კაი იყო ამასთან შედარებით 😁😁

  • M10 S9 D11
    schedule 23 თებ 2022, 13:22

    რაის ლაუტარო მეორე გრიზმანი იქმება ბარსაში

  • Albicelecte
    schedule 23 თებ 2022, 12:53

    9-იანზე 9-იანი უნდა ეძებო კაცმა, ცრუ და მატყუარა 9-იანები სხვა თემაა, მეორე ფორვარდებიც…
    აგერ, კონტე ლაუტაროს ლუკაკუს უკან ათამაშებდა და ინძაგიც ჯეკოს უკან ათამაშებს, რატომ?
    მოძრავი ფორვარდია, მაგრამ არა ბომბარდირი
    2 სართულებს ვერ მოიგებს
    მოკლე დისტანციაზე შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ შორეულ სპრინტს ვერ მოიგებს;
    პლუსი აქვს- დასწრებაზე თამაში
    კაცზე წასვლა და მოტყუება, თუნდაც 2 კაცში გასვლის სითავხედე სითავხედედ დარჩება, მაგას სხვა საშემსრულებლო დონე უნდა (რაც ჯეკას აქვს)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 თებ 2022, 11:52

    შეიძლება ცუდ რამეს ვწერ, მაგრამ ვერ ვიტან გერმანელებს, ზოგადად მთელ ერს, უჭკვიანესი ხალხია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვიტან!
    მათ ხსენებაზე ყოველთვის ჰიტლერი, ომი და კონცლაგერები მახსენდება, სავარაუდოდ ჩემი ბაბუების სიკვდილს დღემდე ვერ ვპატიობ wink wink wink
    ..ჰოლანდს ცივსისხლიანი მკვლელის გამომეტყველება აქვს!
    წაიყვანოს ეს პერესმა და მბაპე ჩვენ..
    blush blush blush

  • nika 54
    schedule 23 თებ 2022, 09:19

    მოკლედ ჯერ ჰოლანდთან კავშირი არ დაუმყარებიათ და უკვე ბ გეგმაზე ფიქრობენ, მე მგონი არა აქვთ იმედი მაგის მოყვანის.