workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სტატისტიკა იტალიურ გუნდებთან

ბარსელონას სტატისტიკა იტალიურ გუნდებთან

ხუთშაბათს ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” იტალიურ “ნაპოლის” უმასპინძლებს. დაპირისპირების წინ Sport იტალიური კლუბების წინააღმდეგ “ბლაუგრანას” საშინაო სტატისტიკას წარმოგვიდგენს.

“ბარსას” იტალიური კლუბების წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” 32 მატჩი აქვს ჩატარებული. კატალონიელების აქტივში 21 მოგება, 5 ფრე და 6 წაგებაა.

“ბლაუგრანას” საშინაო არენაზე ყველაზე მეტჯერ (10) “მილანს” უთამაშია, ხოლო ყველაზე მეტი შეხვედრა (3) “იუვენტუსმა” მოიგო.

უშუალოდ “ნაპოლის” “კამპ ნოუზე” მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს 2020 წლის 8 აგვისტოს მოხდა, როდესაც “ბარსა” ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდა. ის თამაში კატალონიელებმა ლანგლეს, მესისა და სუარესის გოლების წყალობით 3-1 მოიგეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 თებ 2022, 15:19

    სტატისტიკა ნამდვილად კარგი გვაქვს და ვნახოთ რა იქნება, არაუხო იმედია ითამაშებს და მაგით შანსები ნამდვილად გვექნება აბა მერტენსი, ოსიმენი და ინსინიე რომ გიტევს ნამდვილად კარგი დაცვა გვჭირდება, აქც მაქვს იმის ილუზია რომ კარგ მშრალად შევინახავთ, მთავარია მეტოქეზე მეტი გავიტანოთ

  • azulgerana
    schedule 15 თებ 2022, 14:49

    იღადავე და ლენგლემ გამოაცოცხლა მაშინ აიმ გოლით თამაში თორე მაგარი ჩაშვებული დაიწყეს თამაში.

  • nika 54
    schedule 15 თებ 2022, 13:58

    ლანგლე ხო არ ვათამაშოთ წინ, თუ ტრამვა არ ექნება? მაგის ბულკი ყოფილა ნაპოლი.