workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხოს პირველი მწვრთნელი: რონალდს თავდამსხმელის სული აქვს

არაუხოს პირველი მწვრთნელი: რონალდს თავდამსხმელის სული აქვს

“ბარსელონას” ურუგვაელი ცენტრალური მცველის, სერხიო არაუხოს პირველი მწვრთნელი პროფესიონალურ დონეზე, სერხიო კაბრერა, მის შესახებ საუბრობს.

არ მიკვირს ის, რომ ახლა არაუხოს ამდენი გოლი გააქვს. მას თავდამსხმელის სული ისევ აქვს, მან თამაში ამ პოზიციაზე დაიწყო. როდესაც მე მას პირველად შევხვდი, 16 წლის იყო და წარმატების მისაღწევად ყველაფერი ჰქონდა.

მას ყველა ასპექტში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნდა. განვითარება სურდა და ელოდა იმ შანსს, რომელიც მიიღო კიდეც. მის ტალანტს ყველა ხედავდა, უბრალოდ, იგი ჩამშლელად თამაშობდა და არა ცენტრალურ მცველად.

არ ვფიქრობ, რომ მის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება. რონალდი ნამდვილი კულეა. არ ვიცი, მისი აგენტები რას ფიქრობენ, მაგრამ მის სურვილს დარჩენა წარმოადგენს.

მისი პუიოლთან შედარება ნაადრევია. პირველ რიგში, მან ტიტულები უნდა მოიგოს. ახლა, იგი პუიოლისგან შორსაა, მაგრამ მისი პოტენციალი უსაზღვროა, შეიძლება, მას აჯობოს კიდეც.

– თქვა მან Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.

სერხიო კაბრერა “ესპანიოლის” ფეხბურთელის, ლეანდრო კაბრერას მამაა. ბარსელონური დერბი ზეგ, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 12 თებ 2022, 05:06

    გიჟი პოტენციალი აქვს

  • shu1987
    schedule 11 თებ 2022, 21:15

    ისე ფორვარდად რომ აწიონ ჰალანდზე ნაკლები კიარ იქნება და ჰალანდში გადასახდელი ფულით ორ ნორმალურ მცველს დაითრევენ….

  • nika 54
    schedule 11 თებ 2022, 16:54

    გრიზმანზე უკეთ კი ურტყავს კარში და უძახე ეხლა ამაც მცველი და იმას თავდამსხმელი.

  • Moriba
    schedule 11 თებ 2022, 14:07

    ძაან მაგარი არაუხო პროსტა გრძელი პასები დასახვეწიაქ პიკემ მაინც ასწავლოს ეგ

  • Iniesta_8
    schedule 11 თებ 2022, 13:43

    მაგარი მონაცემები აქვს მარა ზოგიერთ საკითხში დასახვეწია. თუ სწორად განვითარდა პუიოლზე კარგი გამოვა როგორც მცველი მარა როგორც კაპიტანი ალბათ ვერასდროს აჯობებს, თუმცა თავისი სახელის დატოვება შეუძლია ბარსას ისტორიაში.

  • Barca_MNS
    schedule 11 თებ 2022, 13:17

    რო დავუკვირდეთ მაგარი საინტერესო და კურიოზული რამე თქვა ამ ჩემისამ 🤣🤣🤣გუნდში თუ მოხვედი 16 წლის დიდი პოტენციალის მქონდე, თავდამსხმელის სულით თუ გყავს ფეხბურთელი დაცვაში რატო ატამასებ🤣გინდაც საყრდენად

  • La Pulga10
    schedule 11 თებ 2022, 12:56

    არაუხოსნაირ მცველს უნდა კაი მეწყვილე,რომელსაც შეუძლია იდეუალური პოზიციური თამაში,რომ დარჩენილი მოწმინდოს და მივიღებთ ისეთ ცენტრს,რომ ქვას-ქვაზე არ დატოვებენ.არაუხო კიდე ისწავლის პასს და პოზიციურადაც მოიხოდება არაა პრობლემა,ეხლა დაიწყო უმაღლეს დონეზე თამაში და აუცილებლად განვითარდება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 თებ 2022, 12:42

    გოლების გატანა მართლაც კარგად შეუძლია, მაკრატელა გაიტანა ორჯერ თან, ფეხითაც და თავითაც კარგად ურტყავს და დაცვაშიც ხო უმაგრესია, პროსტა დასახვეწი აქვს პოზიციური თამაში და პასები , მაგისი სწავლა კი თავისუფლად შეუძლია ისეთ ასაკშია

  • azulgerana
    schedule 11 თებ 2022, 12:31

    არაუხოსი ჩვენც დიდი იმედები გვაქვს, იმედია დიეგო გოდინი მაინც იქნება smile