workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ფინანსური სტრატეგია ერლინგ ჰოლანდის შესაძენად

ბარსას ფინანსური სტრატეგია ერლინგ ჰოლანდის შესაძენად

“ბარსელონამ” ზაფხულისთვის “დორტმუნდის” ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შესაძენად ფინანსური სტრატეგია შეიმუშავა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბარსა” შემოსავლების გაზრდას, Sportify-სთან შეთანხმებიდან დაწყებული, სასპონსორო გარიგებებიდან აპირებს, რათა კლუბმა პრიორიტეტული სამიზნის, ჰოლანდის დამატება შეძლოს.

ასევე “ბლაუგრანა” სახელფასო ჭერის გამოსათავისუფლებლად და ნორვეგიელი შემტევის უზრუნველსაყოფად გუნდიდან უსმან დემბელეს, სერჟი რობერტოს, მემფის დეპაისა და ლუკ დე იონგის გაშვებას გეგმავს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ ჰოლანდის შეძენა “ბარსას” პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტასა და ახლა უკვე მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მთავარი პრიორიტეტია.

როგორც ჩანს, ჰოლანდის შეძენა შესაძლებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” 21 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ისეთი კონკურენტები ჰყავს, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, პსჟ და “რეალი” არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 10 თებ 2022, 16:19

    დემბელე ბრაიტვაიტი დეპაი ლუკ დე იონგი ლენგლე უმტიტი რობერტო დესტი ესენი ყველა გასაშვებია პლიუს იმედია კოუტინიოსაც და გრიზმანსაც გამოისყიდიან და ჰალანდის ფულიც გვექნება და სხვა ტრანსფერებზეც გასაკეთებელი

    ჰალანდი ლისანდრო გაია/გრიმალდო მაზრაუი(უფასო გახდება ზაფხულში) და ერთი მარცხრნა ვინგერი გვჭირდება ჰაერივით

  • Fc Barca Batumi
    schedule 10 თებ 2022, 15:01

    ლაპო ჰალანდს უეჭველი გაჩითავს! ეგ ისეთი გამძვრალია, უკვე მოყომარებულიც ექნება

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 14:30

    მშვენიერი სტრატეგია შეუმუშავებია ლაპორტას, იმედია როგორც მესი მოატყუა ისე არ მოატყუებს ამასაც და აუცილებლად მოიყვანს.

  • Zura Gviniashvili
    schedule 10 თებ 2022, 13:34

    ციტატა: Iniesta_8
    არ ღირს ამხელა ფულის გადახდა ერთ ფეხბურთელში. მაგხელა რესურსით სამი კარგი ფეხბურთელი მივა და მთელ დაცვას ეშველება.


    ბარსელონას ყველაზე მეტად გამოტანი ფეხბურთელი ჭირდება თან მთავარი ფორვარდი და ეს არის ერთადერთი საუკეთესო ამ წლებში . ბარსელონას ყოველტვის ყავდა ერთ ოქროს ბურთის მფლობელი გუნდშ ასე რომ ეს ჩვენტან უნდა მოვიდეს. მაღალი გამტანი ცოტა ტექნიკური პასიც კარგად იცის ფიზიკურად ძლიერია გოლებზე დაგეშილია . ყველა ის მონაცემები აქვს რომ ჩვენ ფორვარდათ გაამართლოს თან ახალგაზრდააა და ერთი 8 წელი მთავარი თავდასხმელი მოგვეხსნება . გრილიშებში და ლუკაკოებში რომ იხდიან ამხელა თანხებს ეს ნამდვილად კარგი ფასია დამიჯდერე.. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ რეალში მბაპე გადადის ეს ჩვენტან უნდა გადმოვიდეს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 თებ 2022, 13:32

    მოიშორებენ ფეხბურთელებს, მერე სპონსორიც წაამატებს და შეგროვდება ამისი ფული, წესით უარს არ იტყვის მბაპეს მთავარ მოწინააღმდეგე გუნდში ყოფნაზე, ბარსელონაა ბოლო ბოლო რომელიც ახლა კარგ ხელშია და დიდი მომავალი აქვს

  • Wtf man1
    schedule 10 თებ 2022, 12:38

    ფატი ჰალანდი ტორესი ეს უნდა იყოს ძირითადი. სკამი დეპაი ობამა ტრაორე ეზალზული

  • Iniesta_8
    schedule 10 თებ 2022, 12:33

    არ ღირს ამხელა ფულის გადახდა ერთ ფეხბურთელში. მაგხელა რესურსით სამი კარგი ფეხბურთელი მივა და მთელ დაცვას ეშველება.

  • xavi73
    schedule 10 თებ 2022, 12:04

    მაინც მთავარი ისაა ჰოლანდს თვითონ სად უნდა თამაში, თანხაზე დახამებული სასტავუ კიდე არ ჭირდება გუნდს.