“ჩელსის” კაპიტანმა, სესარ ასპილიკუეტამ, რომელსაც “ბარსელონას” აქტიურად უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე საუბარს თავი აარიდა:
საკუთარ მომავალზე საუბარს არ ვაპირებ. მე ლონდონში 2012 წელს ბავშვების გარეშე ჩამოვედი, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ. იცით, რას ვგრძნობ “ჩელსის” მიმართ, მაგრამ საკუთარ მომავალზე კომენტარს არ გავაკეთებ.
32 წლის უნივერსალი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” მას ოფიციალური წინადადებით მიმართა. როგორც ცნობილია, ასპილიკუეტა “ბარსაში” სიამოვნებით ითამაშებდა.
რაღაც ძალიან მკაცრია, ეტყობა მოდის და არ უნდა ჩელსის ხელმძღვანელობას გააგებინოს წინასწარ.