workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ ასპილიკუეტას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, კრისტენსენთან მოლაპარაკებები გრძელდება

ბარსამ ასპილიკუეტას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, კრისტენსენთან მოლაპარაკებები გრძელდება

“ბარსელონა” “ჩელსის” უკანახაზელების, სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენის დამატებაზე მუშაობას განაგრძობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” “”ლურჯების”” კაპიტანს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა. ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ლონდონური კლუბისთვის ჯერ არ გაუმხელია. ჟურნალისტის თქმით, “ბარსა” 32 წლის უნივერსალის დამატებაში დარწმუნებულია.

რაც შეეხება კრისტენსენს, “ბარსელონა” დანიელ ცენტრალურ მცველთან მოლაპარაკებებს იანვრის შემდეგ აწარმოებს. კატალონიელთა გარდა, 25 წლის ფეხბურთელით “ბაიერნიც” ინტერესდება. რომანოს ცნობით, კრისტენსენის შეძენა დორტმუნდის “ბორუსიასაც” სურდა, თუმცა გერმანელებმა დანიელი მაღალი ხელფასის გამო დაიწუნეს.

“ჩელსის” უკანახაზელები სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, რაც “ბარსელონას” ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 22:21

    ესენი თუ მოვიყვანეთ, ლანგლე უმტიტი მინიმუმ გასაშვებები იქნებიან და შეიძლება სხვებიც მივაყოლოთ.

  • La Pulga10
    schedule 08 თებ 2022, 20:01

    ასპი ჩვენია,კრისტენსენი კიდე უეჭველი მოსაყვანია.დორტმუნდმა ზილე დაითრია.