“ბარსელონა” ლა ლიგის მორიგ ტურში, 6 თებერვალს “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მადრიდელები 5 მატჩია, არ დაუმარცხებიათ – კატალონიელებმა დიეგო სიმეონეს გუნდს ბოლოს 2019 წელს, ლეო მესის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგეს, მას შემდეგ კი “ბარსას” მონაგარი 2 წაგება და 3 ფრეა.
ამასთან, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, “ბლაუგრანამ” “როხიბლანკოს” კარი ზედიზედ 3 შეხვედრაში ვერ აიღო.
რაც შეეხებათ კლუბის ახალწვეულებს – Sport-ის ცნობით, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ საუკეთესო მაჩვენებელი კატალონიელთა რიგებში დაბრუნებულ დანი ალვესს აქვს – ბრაზილიელის ანგარიშზე 31 მატჩში 18 გამარჯვება, 3 გოლი და 7 ასისტია.
ფერან ტორესს მადრიდელებთან ერთხელაც არ მოუგია, პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ადამა ტრაორეს კი მათ წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

ეს რომ არ მოიგო ხავი შენ ყოფილხარ კვერი
უნდა მოკვდნენ მოედანზე, სხვა გზა აღარ არის. წაგება სიკვდილის ტოლფასია. ისე დემბელე რო შესწირონ ფეხბურთის ღმერთს და დაუკლან არ შეიძლება?
ახლა ატლეტიკო ცუდ ფორმაშია, თან კამპ ნოუზეა, თან ეს გამარჯვება ოთხრულში შეგვიყვანს, თან პირველი დიდი თამაში იქნება რომელსაც მოვიგებთ მოკლედ ყველა ვარიანტში მოვიგებთ visca barca