workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

ობამეიანგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “ბარსელონასთან” გუშინ კონტრაქტი უკვე გააფორმა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. დღეს კი სავარჯიშო სესიაშიც ჩაერთო.

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ფოტოსურათიც გაავრცელა. ჟუანმარტის ცნობით, გაბონელი ვარჯიშის განმავლობაში უსმან დემბელესთან ახლოს იმყოფებოდა. ისინი 2016-17 წლების სეზონში დორტმუნდის “ბორუსიაში” თანაგუნდელები იყვნენ.

ობამეიანგის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება. როგორც ცნობილია, მან გუნდთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 01 თებ 2022, 21:46

    ჟუანმარტის ცნობით, გაბონელი ვარჯიშის განმავლობაში უსმან დემბელესთან ახლოს იმყოფებოდა. ისინი 2016-17 წლების სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" თანაგუნდელები იყვნენ.
    ხოო, ეს ვერ არის კარგი საქმე. არ მოწამლოს იმ ნაგავმა, ამბობენ ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. არ გადაიყვანოს თავის ჭკუაზე. და საერთოდ ეგ ჩემისა სულ აგვიანებდა ხოლმე ვარჯიშებზე და ეხლა მოუნდა დროულად მოთრევა?

  • azulgerana
    schedule 01 თებ 2022, 20:39

    ობამეიანგს კიდია უკვე ისეთ ასაკშია კონკურენციები მაგრად ადევს. დემბელემ იკითხოს თორე

    მაჰამადუ სისოკოს რომ კაცი დაუჯერებ რა გინდა ბარსაში

  • Shavshika
    schedule 01 თებ 2022, 19:29

    tqven igadavet da dembelec ro darches gundshi ramxela konkurencia iqneba win.

  • BEQA BARCA
    schedule 01 თებ 2022, 19:14

    დემბელეს მოშორდი!! გადამდები არ იყოს მისი უაზრობები და არ დაგვღუპო შენც 😉

  • me da barca
    schedule 01 თებ 2022, 19:06

    ბარსასთან ვარჯიშობს, არადა ოფიციალურად არაა ბარსას ფეხბურთელი ჯერ.

  • Kun agüeroooo
    schedule 01 თებ 2022, 18:30

    დემბელესთან თუ დამეგობრდა კარგად იქნება ამის საქმე

  • C.PC5
    schedule 01 თებ 2022, 18:07

    ძმაკაცს კი მიაგნო დაუდგა გვერდით😂 დემბელეს რო ჭკუა ქონდეს თავში კაკრაზ ის კაცი მოუყვანეს ვისთან ერთადაც აქვს ნათამაშები და იცნობს კარგად, დუოსაც შეკრავდა მაგრამ 😒