workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადამა ტრაორეს წინააღმდეგ თამაში უფრო ძნელია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუსთან გამკლავება – ნიუკასლის ყოფილი მცველი

ადამა ტრაორეს წინააღმდეგ თამაში უფრო ძნელია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუსთან გამკლავება – ნიუკასლის ყოფილი მცველი

მას შემდეგ, რაც ადამა ტრაორეს “ბარსელონაში” დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა, Tribuna-მ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის, იეტრო ვილემსის ინტერვიუ გაიხსენა, რომელიც 2020 წელსაა ჩაწერილი. 

ჰოლანდიელი მარცხენა მცველი ადამას ძალიან სახიფათო მოთამაშედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მასთან გამკლავება უფრო უჭირდა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუსთან. 

ტრაორე ნამდვილი მხეცია. მას დაუჯერებელი თვისებები აქვს. ადამა არა მხოლოდ ძალიან სწრაფია, არამედ საოცარი ძალაც აქვს. ის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად მიიჩნევა და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს სინამდვილეა. ვფიქრობ, მეც საკმაოდ სწრაფი ვარ – ყოველ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ თამაშამდე ასე ვფიქრობდი. 
რონალდუს წინააღმდეგ მითამაშია, რომელიც ასევე სწრაფია, მაგრამ ამდენად არა. რა თქმა უნდა, ის ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ხანდახან მასთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე ფეხბურთელთან, რომელსაც ასეთი სისწრაფე აქვს. 

– აცხადებდა ვილემსი, რომელიც “ნიუკასლთან” ერთად პრემიერ ლიგაში თამაშის დროს ფრანკფურტის “აინტრახტის” საკუთრებაში იყო, ახლა კი ბუნდესლიგის აუტსაიდერ “ფიურთში” ირიცხება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • suxaaa
    schedule 30 იან 2022, 15:40

    კონტრშეტევაზე იმედია გამოიყენებს თავის სისწრაფეს, გადაუგდე ბურთი და ზდიოს 🙂

  • Bakero
    schedule 30 იან 2022, 15:25

    ბიჭო უსეინ ბოლტის და გარინჩას ნაჯვარი თუ იყო ვერ თქვით მერე ?! smile ეს ყოფილა მონსტრი ისეთი თვისებები ჰქონია

  • LM10RG10
    schedule 30 იან 2022, 15:08

    მარჯვენა მცველად ათამაშონ და იდეალური იქნენა

  • nika 54
    schedule 30 იან 2022, 14:56

    სურათზეც უწერიათ 35 კმ/სთ-ში. ამას უილიამსები ან დაეწევიან ან არა, ალბა ნაღდათ არა. და თან დააკვირდით მხარს როგორ ამზადებს მეტოქე რო უახლოვდება, გადაჩეხავს სადმე.

  • shu1987
    schedule 30 იან 2022, 14:51

    ადამა ჯანზეა გასაგებია, ნუ შეჩერება რთულია რათქმაუნდა, თუმცა რონალდუსთან შედარებაც არაა სწორი.