Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიკოლას ტალიაფიკოს “ბარსელონაში” გადმოსვლა ძალიან სურს და კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევას ელის.
წყაროს ცნობით, არგენტინელს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით ასპარეზობის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან, ხვდება, რომ სათამაშო დრო ექნება და თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება მიეცემა.
ტალიაფიკოს გარდა, “ბარსას” ალექს გრიმალდოსაც უკავშირებენ, რომელიც ამჟამად “ბენფიკაში” ირიცხება.

და დრო რო აღარ გვრჩება, მოიყვანონ ერთ-ერთი არც გრიმალდოზე არ არის ბენფიკა უარზე.
მე პირადად ამას გრიმალდო მირჩევნია რაა, აიაქსიდან მოსულები უკვე წლებია ვერ ამართლებენ ფაქტია, ასაკიც აქვს და ორ წელში კიდე საჩალიჩო იქნება …