workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენფიკა ალექს გრიმალდოს არ უშვებს

ბენფიკა ალექს გრიმალდოს არ უშვებს

Diário Record-ის ცნობით, “ბენფიკა” ალექს გრიმალდოს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გაშვებაზე უარს ამბობს.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელებს მისი წასვლა იმის გამო არ სურთ, რომ გუნდში მხოლოდ 1 მარცხენა მცველი ჰყავთ, თუმცა, ზაფხულში მოლაპარაკებების გამართვაზე უარს არ იტყვიან.

გრიმალდო ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი სასურველი მოთამაშეა, კატალონიურ კლუბში დაბრუნება კი თავად ალექსსაც სურს.

მარცხენა მცველის პოზიციის გასაძლიერებლად, ბოლო პერიოდში “ბარსას” ნიკოლას ტალიაფიკოც დაუკავშირეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 იან 2022, 13:52

    ვეღარ გავიგე, ხო თანახმა იყვნენ გამოშვებაზე და ეხლა რა ეტაკათ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 იან 2022, 01:35

    ციტატა: Golden boy

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ალბაში გაცვლა არ მოსულა?? დავიტანჯე ამ ალბას ყურებით უკვე ყელში მაქვს


    ვერ გავიგე რა არ მოგწონთ ამ ალბაში ერთი ორი მატჩი რომ ჩააგდო მაგიტო? მაგ გრიმალდოს ჩაისვავს ჯიბეში, ყველაზე მეტი ასისტი აქ გუნდში, უბრალოდ იმიტომ ცვლიან რომ დაბერდა მატჩის ბოლოს ძალიან ურევს.


    რა არ მომწონს და ჯერ ერთი ხო დაბერდა და ენერგია ვერ უქაჩავს თამაშის ბოლომდე( ბაიერნთან მაგისი სახე რომ ვნახე გეგონებიდა დათვი მოსდევდაო) მერედა უაზრო პასებს აკეთებს, უამრავ შეცდომებს უშვებს, სისწრაფეც დაკარგა, ერთი ჩაწოდებები აქვს და მაგის ხარჯზე აქვს ეს ასისტებიც, იმაზე აღარაფერს ვიტყვი რომ დაცვაში საშინელია და ნებისმიერი ვინგერი თუ ფორვარდი თუ ფლანგის მცველი თავისუფლად სცდება ყველა სიტუაციაში, კიდევ მაგისი უაზრო სიმულაციებიც ყელფი ამოვიდა, მსახიობია ტიპი, შეიძლება ფურცელზე კარგია ბევრი ასისტები რომ აქვს მაგრამ თამაშში საშინელია, აგერ დანი მოვიდა და რამოდენიმე თამაშში უკვე 3 ასისტი გააკეთა ამ 38 წლის კაცმა, ამას კი მთელი სეზონის განმავლობაში თუ აქვს 6 დიდი ამბავი, ეგ ბარსას სისუსტეს უფრო აჩვენებს ვიდრე ალბას კარგ თამაშს

  • me da barca
    schedule 29 იან 2022, 01:34

    ალბას დრო წავიდა, დროა ან სკამზე გაფაჯდეს, ან თუ არ იკადრა, წავიდეს.

  • Golden boy
    schedule 29 იან 2022, 00:12

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ალბაში გაცვლა არ მოსულა?? დავიტანჯე ამ ალბას ყურებით უკვე ყელში მაქვს


    ვერ გავიგე რა არ მოგწონთ ამ ალბაში ერთი ორი მატჩი რომ ჩააგდო მაგიტო? მაგ გრიმალდოს ჩაისვავს ჯიბეში, ყველაზე მეტი ასისტი აქ გუნდში, უბრალოდ იმიტომ ცვლიან რომ დაბერდა მატჩის ბოლოს ძალიან ურევს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 იან 2022, 00:03

    ხოდა ახალგაზრდა ბალდეს გაშვებას ალბა გავუშვათ და დავუმატოთ 10+ მილიონი

  • Albicelecte
    schedule 28 იან 2022, 23:40

    ალბაში გაცვლა?! "აქ ბართომეუ არავინაა" ასე იტყვიან პორტუგალიელები
    ბალდე +15 მილიონი მგონია, რომ საკმარისი იქნება

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 იან 2022, 21:58

    ალბაში გაცვლა არ მოსულა?? დავიტანჯე ამ ალბას ყურებით უკვე ყელში მაქვს