Esport3-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, მატეუ ალემანი მომავალი სეზონისთვის განსახორციელებელ ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის მთავარი სატრანსფერო სამიზნე, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს, ნორვეგიელი ტალანტით კიდევ არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება.
რაც შეეხება სხვა პოტენციურ შენაძენებს – კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობა დაბალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელების ბაზარზე გადაერთვება.
ასევე, კიდევ ერთი ვარიანტი თავისუფალი აგენტების დამატებაა – წყაროს თანახმად, “ბლაუგრანა” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ფრანკ კესიესა და დენის ზაქარიას (რომელთაც ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ) გადაბირებით ინტერესდება. გარდა ამისა, დაცვის ხაზში კლუბი სესარ ასპილიკუეტასა და ნიკლას ზიულეს ვარიანტს განიხილავს, რასაც ხოსე გაიათი დიანტერესებაც ემატება, თუმცა, ან უკანასკნელის მოსაყვანად ფულის გადახდა იქნება საჭირო.



მოკლედ მიიწურა იანვარი და ტრანსფერების საკითხში კვლავ დიდი კითხვის ნიშნებია. როდისღა? 4 დღეში?
ჰოლანდს გარანტიები სჭირდება, რომ უჩლ-ზე ვიქნებით… ამ გარანტიებს კი ეხლა ვერანაირად ვერ მიიღებს, ჯერჯერობთ ბუნდოვანია ჩვენი ბედი უჩლ-ზე. აშკარაა რომ რაიოლა და ჰოლანდი ბარსასკენ იხრებიან,უბრალოდ უნდა გავძვრეთ იქ სადაც საჭიროა.
მაგის მოსვლა ავტომატურად ზრდის იმის შანსს რო ოთხეულში მოვხვდეთ ასევე ევროპა ლიგის მოგების შანსიც გაირდება
Davita,
ხო და 40 მილიონი გადაუხადონ ხელფასი და პლიუს 20 მილიონი საკომისიო ხო? ორივეს რომ ჯობია ყველამ ვიცით,მაგრამ ლოგიკურად აზროვნებაც საჭიროა
ეს ალემანი მაგრად დამევასა♥️
კესის და ზაქარიას მოყვანას ჯობს პოგბა მოიყვანონ უფასოდ, დაცვაც იცის შეტევაც და გატანაც
ანუ რატო არ შეიძლება ეხლავე გაუკეთონ შეთავაზება? დორტმუნდიც ევროპა ლიგაზე და ბარსაც იჯარით მაინც რო მოვიყვანოთ ზაფხულამდე და მერე გამოვისყოდოთ ხო შეიძლება
ამის დათრევაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, იმედი მაქვს ჩვენი გახდება.დ
ალმანი კაი როჟაა და მაქვს მაგისი იმედი