workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხოს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

არაუხოს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ არაუხოს კონტრაქტის 2027 წლამდე გაფორმებასთან დაკავშირებით “ბარსელონაში” ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ამავე წყაროს ცნობით, ამ კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდება – მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც, დიდი ალბათობით, შეთანხმება საბოლოოდ შედგება.

კატალონიური გამოცემის თანახმად, არაუხოს კარიერის გატარება “ბარსაში” სურს, რომელმაც თავისი შეთავაზება გააუმჯობესა. ინგლისური კლუბების ინტერესის მიუხედავად, ურუგვაელი მცველის მიზანი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დარჩენა და წარმატების აქ მიღწევაა.

რონალდის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 23 იან 2022, 03:44

    ეს მაგარი ბიჭი დადგება

  • El pistolero 9
    schedule 23 იან 2022, 01:16

    ჯიგარი კაცი❤❤იმედია დიდხანს და მაღალ დონეზე ითამაშებს ბარსაში. დღევანდელი დაცვის ხაზიდან მცველი მარტო ამას ეთქმის. პიკეს ასაკის კვალობაზე არაუშავს, დანარჩენები ფეხბურთელებსაც არ გვანან

  • nika 54
    schedule 22 იან 2022, 23:34

    ძალიან კარგი ამბავია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 იან 2022, 21:44

    გაუფორმონ და წესიერი ხელფასიც მისცენ, უმტიტი, ლენგლე,გარსია, მინგეზას ერთად აღებულს ჯობია ცალი ფეხით და მილიონიც არააქ ხელფასი, თან მოტივაციაც ექნება რაც უფრო კარგათ ითამაშებს მით უფრო დაუფასდება