workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატიმ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი ითხოვა

ანსუ ფატიმ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი ითხოვა

ტრავმა, რომლის გამოც ანსუ ფატის სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუხდა, “ბარსელონას” 19 წლის შემტევს ისევ გაურთულდა და ივარაუდება, რომ მის მორჩენას რამდენიმე კვირა – დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. 

თუ ანსუ მკურნალობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ის მოედანზე დაბრუნებას მარტში შეძლებს, თუმცა კატალონიური კლუბის ექიმის, რიკარდ პრუნას რჩევა ოპერაციის ჩატარებაა. ამ შემთხვევაში ფატისთვის სეზონი დასრულდება, მაგრამ ტრამვის განმეორების შანსი საგრძნობლად შემცირდება. 

“ბარსელონას” წარმომადგენლები ანსუს ოჯახს უკვე შეხვდნენ და სიტუაცია გააცნეს. ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, მათ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი ითხოვეს. 

როგორც ჩავი ერნანდესმა დღეს განმარტა, დაზიანების მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში დამატებითი დროის დანიშვნის გამო მოედანზე იმაზე მეტი დრო გაატარა, ვიდრე მისთვის რეკომენდებული იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • azulgerana
    schedule 23 იან 2022, 03:47

    თავს ნუ იდანაშაულებ ხავიტო

  • Iniesta_8
    schedule 23 იან 2022, 00:12

    რავიცი ის 1 წელი იმიტომ გაუცდინეს რომ აღარ განმეორდებაო და ახლა იგივე მიზეზით ისევ 1 წელი თუ უნდა გაუცდეს მგონი სისულელედ ჩანს.

  • me da barca
    schedule 22 იან 2022, 23:17

    შემოვიდა 61-ე წუთზე და გავიდა 96-ე წუთზე. გამოდის ითამაშა 35 წუთი, მაგრამ ძირითადი დროის დამთავრების შემდეგ, სანამ გაგრძელდებოდა ხომ დაისვენა რამოდენიმე წუთი. ძირითად დროში, რომ დამთავრებულიყო თამაში გადარჩებოდა, თუმცა ხვალ თუ ზეგ ეს მაინც მოხდებოდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 იან 2022, 21:17

    Pirat❤️💙,
    უმტიტის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და მსოფლიოზე არ უნდა ეთამაშა, შესწირა თავისი კარიერა მსოფლიო ჩემპიონატს

  • Pirat❤️💙
    schedule 22 იან 2022, 21:00

    უმტიტს შეხედოს და მიხვდება რაუნდა ქნას ოპერაცია რო გაეკეთებია კარგად იქნებოდა ახლა უმტო

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 იან 2022, 20:54

    Ronaldinho.R10,
    ტიპი 25 წელი იყო ბარსაში და მაგისი წასვლის შემდეგ დაიწყო ეს ტრამვიანობა

  • Ronaldinho.R10
    schedule 22 იან 2022, 20:28

    როგორც გამიგია და წამიკითხავს პრუნა საკმაოდ კარგი ექიმია და არ მგონია ტყუილად ერჩია ოპერაცია

  • nika 54
    schedule 22 იან 2022, 20:22

    ალბათ გადაწყვეტენ ოპერაციას, ასე მარტივად მძიმე ტრამვები თავისით არ რჩება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 იან 2022, 20:05

    პრუნამ და ჩავიმ თქვეს ყველაფრს გაცაკეთებთ რომ მეტჯერ არ დაიტრამვოსო და მაგათი იმედი მაქვს

  • El pistolero 9
    schedule 22 იან 2022, 19:39

    ჯობია გაიკეთოს ოპერაცია და რეციდივის რისკები შეამციროს. როცა დაბრუნდება განსაზღვრული დროის გატარება მოუწევს სტადიონზე და ასე გამოწერილად ვერ განსაზღვრავ რამდენ ხანს ითამაშებს ფეხბურთელი