workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს მომავალი ხვალ გაირკვევა | Sport

დემბელეს მომავალი ხვალ გაირკვევა | Sport

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის, უსმან დემბელეს საგა დასასრულს უახლოვდება.

Sport-ის ინფორმაციით, ხვალ “ბლაუგრანასა” და ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის საბოლოო შეხვედრა შედგება, სადაც უსმანის მომავალი გადაწყდება. “ბარსას” სურს, რომ მოთამაშემ საბოლოოდ გადაწყვიტოს, ახანგრძლივებს თუ არა ხელშეკრულებას. 

წყაროს თანახმად, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, კლუბი დემბელესა და დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს ულტიმატუმს უყენებს, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა კვლავ “კამპ ნოუზე” თამაში. იმ შემთხვევაში, თუ 24 წლის შემტევი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, თამაშს რეგულარულად გააგრძელებს და, სავარაუდოდ, ფანებისგან ობსტრუქციასგაც აღარ მიიღებს. დემბელეს უარის შემთხვევაში კი მოვლენების განვითარების სამი შესაძლო სცენარი არსებობს.

Sport-ის ცნობით, თუ დემბელეს კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, “ბარსას” ხელმძღვანელობა ჩავის შეხვდება და გადაწყვეტილებას მასთან ერთად მიიღებს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, კლუბი აქცენტს სპორტულ კუთხეზე გააკეთებს და უსმანს სეზონის ბოლომდე კვლავ ათამაშებს, ვინაიდან მწვრთნელი მას მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს. 

მეორე სცენარით, კლუბი 31 იანვრამდე (სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე), დემბელეს გაყიდვას ეცდება, თუმცა ეს რთული ოპერაციაა. რჩება მესამე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც “ბარსელონა” ფრანგს დასჯის და სეზონის ბოლომდე ტრიბუნებზე გაამწესებს. ამ სცენარით, დემბელეს დასჯა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩიდან დაიწყება.

იგივე წყარო წერს, რომ დღეს, 25 წლის ფეხბურთელი ჩავი ერნანდესს შეხვდა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ფრანგმა “მაესტროს” ისიც განუცხადა, რომ გუნდსა და ქალაქში თავს კომფორტულად გრძნობს და კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” სურს. არჩევანი დემბელეზეა. თუ კატალონიურ გამოცემას დავუჯერებთ, უსმანის გადაწყვეტილება ხვალ გვეცოდინება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • პავლოვიჩი56
    schedule 19 იან 2022, 04:40

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Albicelecte
    ლაპორტა: დიდხანს ვმსჯელობდით, რთული იყო გადაწყვეტილების მირებდა, მაგრამ დირექტორატმა საბოლოოდ იმსჯელა და საერთო გადაწყვეტილებით: დემბელეს ჩავაბარებთ საკალბასეში smiley


    რას ამბობ, დაიწამლება ხალხი..::დდდ


    stuck_out_tongue_winking_eye

  • MARI=BARCA-fan
    schedule 19 იან 2022, 01:28

    ციტატა: Albicelecte
    ლაპორტა: დიდხანს ვმსჯელობდით, რთული იყო გადაწყვეტილების მირებდა, მაგრამ დირექტორატმა საბოლოოდ იმსჯელა და საერთო გადაწყვეტილებით: დემბელეს ჩავაბარებთ საკალბასეში smiley


    რას ამბობ, დაიწამლება ხალხი..::დდდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 იან 2022, 22:10

    წადი სენი დედა ვატირე დაანებე ამ გუნდს თავი რა,რა ვერ გაძღა შენი და შენი აგენტის კუჭი

  • Davita
    schedule 18 იან 2022, 20:01

    მოვხან დემბელეს დაბადება და მერე მომავალი

  • Moriba
    schedule 18 იან 2022, 19:06

    🚨 იუვენტუსი, ბარსელონა და სევილია ანტონი მარსიალით ინტერესდებიან 👀🇫🇷

    ✅ საუბარია 6 თვიან იჯარაზე (მანჩესტერი თანახმაა ამ გარიგებაზე) 🤝🔴

    #POSTVტრანსფერები

  • me da barca
    schedule 18 იან 2022, 18:34

    ეს ან იმ დონის დებილია, რომ ის სისოკოა თუ სიკო ამას წველის და თავის ჭკუაზე ატარებს. ან ეს და ის სიკო ერთობლივად აპამპულებენ ბარსას და დროს წელავენ. არ მჯერა, რომ ამ იდიოტის გამო, რომელიმე გუნდი ვენებს იჭრიდეს. დაიკიდოს გუნდმა, დააგდოს ტრიბუნაზე და ან აქეთ შეეხვეწება გუნდს ან წაშავდება უთამაშებელი და ვინ რას შესთავაზებს ამასაც ვნახავთ.

  • La Pulga10
    schedule 18 იან 2022, 18:26

    მთლად შემზიზღდა ეს ჩემისა.სულ მბაპეს,რომ აჯობოს(რაც პარალელურ სამყაროშიც შეუძლებელია)მაინც ცხოვრების ბოლომდე არ დამევასება ეს უთავო ქათამი.

  • Albicelecte
    schedule 18 იან 2022, 18:22

    ლაპორტა: დიდხანს ვმსჯელობდით, რთული იყო გადაწყვეტილების მირებდა, მაგრამ დირექტორატმა საბოლოოდ იმსჯელა და საერთო გადაწყვეტილებით: დემბელეს ჩავაბარებთ საკალბასეში smiley