workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტის, სავარაუდოდ, 3 თვე გაუცდება

უმტიტის, სავარაუდოდ, 3 თვე გაუცდება

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო. ფრანგს მარჯვენა ტერფის არეში მოტეხილობა აქვს, რაც ოპერაციას საჭიროებს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმტიტის ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება. 28 წლის უკანახაზელმა, შესაძლოა, დაახლოებით 3 თვე გამოტოვოს.

უმტიტისთვის ტრავმა დიდი დარტყმაა, რადგან ის რეგურალური სათამაშო დროის მოპოვების მიზნით ახალი გუნდის მოძიებასა და “ბლაუგრანას” იჯარით დატოვებას აპირებდა. დაზიანება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამუელის “ბარსელონადან” წასვლას გამორიცხავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 18 იან 2022, 18:38

    და ამის იმედი ხალხს ჯერ კიდევ აქვს. ვარჯიშის დროს იტრავმება, თორემ ეს, რომ თამაშობდეს დაიშლება ნაწილებად. ეს არის მაღალხელფასიანი, ბარსას მოუშორებელი შავი ჭირი.

  • nika 54
    schedule 18 იან 2022, 11:25

    კი მაგრამ ამას ვინ მოტეხა ტერფი დავიჯერო პუჩმა?

  • madzgara33
    schedule 17 იან 2022, 22:53

    ამას ქვია სამსახური

  • gaucho-gaucho
    schedule 17 იან 2022, 21:22

    La Pulga10,
    უფრო ძლიერი დაბრუნდება joy joy joy

  • Truxilio
    schedule 17 იან 2022, 20:38

    აი ეს ამიტომაც უნდა გაეშვათ კარგა ხნის წინს დაშლილია საწყალი …არ თამაშობს და სუ ტრამვა აქ .

  • პავლოვიჩი56
    schedule 17 იან 2022, 20:35

    ციტატა: .Gladiator.
    2030მდე უნდა გაგვეხანგრძლივებინა expressionless
    ვიძახდი მე ამას ვერ მოვიშორებთთქო


    stuck_out_tongue_winking_eye

  • gio-rakitich
    schedule 17 იან 2022, 19:40

    ჩვენი პაპასტოპოლუსია ტიპი იმენა სუ ტრავმა აქვს, გაასხმევინეთ რა, ან ხელფასს რაზე უხდით ტყუილა ან ამდენი ხანი რისთვის გააჩერეს. ამას ბარტრას დონის მცველი მირჩევნია პასტაიანად მუშა მცველი და პასტაიანად ერთ დონეზე მოთამაშე, მუდამ იცი რას იწერ და რა ჩამოდის, იცი რასაც უნდა ელოდო და იცი რო მუდამ მზადაა მოედანზე გამოიყვანო.

  • GiorgiM86
    schedule 17 იან 2022, 19:11

    ამ უმტიტისა და დემბელეს ვიდრე ფანობა არ აჩეხავს მანამდე არ მოისვენებენ? 🙁 რა სამძორეთია მართლა რა

  • .Gladiator.
    schedule 17 იან 2022, 18:51

    2030მდე უნდა გაგვეხანგრძლივებინა expressionless
    ვიძახდი მე ამას ვერ მოვიშორებთთქო

  • La Pulga10
    schedule 17 იან 2022, 18:42

    თავი არ მოიკლას ტო,მე ამის ადგილზე მაგარ დეპრესიაში ვიქნებოდი