ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 22-ე ტურში “ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც ახალი კლუბის მაისურით “ბარსელონადან” განათხოვრებული ფილიპე კოუტინიოს დებიუტი შედგა.
“ვილა პარკზე” ბრაზილიელი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, 81-ზე კი დავიდ დე ხეას კარი აიღო, სადებიუტო მატჩშივე გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. ამასთან, ფილიმემ სტივენ ჯერარდის შეგირდების მიერ გატანილი პირველი გოლისას ასისტი მიითვალა. მან SofaScore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
გოლი
[media=https://twitter.com/Watch_LFC/status/1482431221724504072?t=TP0qlGCm1IsUH2n435PHFQ&s=19]
ასისტი
[media=https://twitter.com/geniscomps/status/1482430332074876939?t=TP0qlGCm1IsUH2n435PHFQ&s=19]
კოუტინიო “ასტონ ვილაში” სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს, შემდეგ კი ინგლისელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

დამტკიცდა კიდე რო ამის ჩემპიონატი არის პრემიერ ლიგა სხვაგან ეს ვერ თამაშობს ეს ბარსაში რო არ გადმოსულიყო ახლა რა მოთამაშე იქნებოდა უბრალოდ წარმოიდგინეთ. ბარსაში მომავალი ამას არააქ და წარმატებები კოუს ინგლისში
neo222,
რატომ ასეთი აგრესია,კაცმა ხელფასზე უარი თქვა,რომ დაერეგისტრირებინათ ტორესი😑😑
აქ რა აყრნებული ეტაკა აბა. ერთი მატჩით ვერ იმსჯელებ მაგრამ მანიუა მაინც ვიღაც ხო არა. მემგონი მართლა პრემიერ ლიგაა ამისი ადგილი და თავისთვისთვე აჯობებს მანდ დარჩეს და ზოგიერთი ათამაშებულივით ისევ უკან არ მოვიდეს ფაქტია ბარსა არაა მისი
რაღა ბარსაში ჩაკვდა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
ლალიგის ჩაკეტილ თამაშს ვერ მოერგო სხვა სისწრაფეებია ეპლში და :(( თორე კოუ ძაან დონეა
აქ უაზრო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა. რომარა ეს სიტუაცია ჩავი გამოიყენებდა საკაიფოდ
ლა ლიგას ვერ შეეწყო შესაფერისად ალბათ,
თან ბარსელონა არ აღმოჩნდა ის გუნდი, სადაც ბოლომდე დახარჯვას შეძლებდა, ალბათ ასეთები სჭირთ მსგავს განწყობის ფეხბურთელებს
ამიტომ არ დამწყვეტია გული მის წასვლაზე, ცუდ ფეხზე მოვიდა და კარგზე მაინც წავიდეს
13 წუთში შემოსვლიდან საგოლე და გოლი. მანჩესტერთან წაგებას გადაარჩინა გუნდი. აქ რა ჭირდა?
ეგრე რა,თორემ სულ გული მწყდებოდა ამაზე,რა ფეხბურთელი იყო და,როგორ ჩაქრა.იმედია ისევ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს.
იმედია მთელ სეზონს სტაბილურად კარგად ჩაატარებს და მერე ასტონ ვილა გამოისყიდის, წარმატებებს ვუსურვებ
პირველად ვუყურე ასტონ ვილას თამაშს,კოუს გამო,ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია,ჩემი IDOL. ხოდა აუცილებლად უნდა აღიდგინოს ფორმა და დარჩეს პრემიერ ლიგაში,იმედია ეს გოლი სადებიუტო მატჩი დაეხმარება და გახსნის ფსიქოლოგიურად❤️❤️