Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მესვეურები, შესაძლოა, სერჟი რობერტოს აგენტს ორშაბათს შეხვდნენ.
ამავე წყაროს ცნობით, არაა გამორიცხული, კლუბმა მას, 2-ის ნაცვლად, 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რათა ფეხბურთელის ხელფასი 3 სეზონზე გადაანაწილოს.
რობერტოს დარჩენა სურს, თუმცა, პირველ რიგში შეთავაზების კარგად განხილვას აპირებს. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება.

გაუშვან ეს რას ეხვეწებიან, არ გვინდა სახელფასო უწყისის შემსუბუქება? ესეც არ მყავდეს მესი ან სუარესი. აღარც მახსოვდა საერთოდ და არც კი მიფიქრია ამ პერიოდში როგორ გვაკლია მეთქი.
სკამისთვის კარგი იქნება თუ მცურე ხელფასს დასთანხმდება, სხვა შემთხვევაში ჰაიტა აქედან