workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი რეკორდი ქალთა ფეხბურთში – გოგონების ელ კლასიკოსთვის 70 000 ბილეთი გაიყიდა

ახალი რეკორდი ქალთა ფეხბურთში – გოგონების ელ კლასიკოსთვის 70 000 ბილეთი გაიყიდა

13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” გოგონები “რეალის” ქალთა გუნდს დაუპირისპირდებიან. 

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული მატჩისათვის 70 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც ახალი რეკორდი იქნება – ქალთა ფეხბურთში დასწრების რაოდენობის მხრივ საუკეთესო შედეგი სწორედ “ბარსას” აქვს – 2019 წელს კატალონიელთა მიერ მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩს თვალი 60 739-მა გულშემატკივარმა მიადევნა. 

გოგონებს შორის “ბარსელონასა” და “რეალის” ბოლო 5 შეხვედრაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

ბარსელონა 9-1 რეალი

რეალი 0-6 ბარსელონა

რეალი 0-4 ბარსელონა

ბარსელონა 4-1 რეალი

რეალი 1-3 ბარსელონა 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 15 იან 2022, 10:26

    როგორ ამცირებს გაშვებულ გოლებს რეალი. იხოდება გუნდი ეტყობა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 იან 2022, 01:17

    ახლა გადაუარონ 10-0 და საკმარისი იქნება, სასწაულ ფორმაში არიან და მშვენიერი კლასიკო გამოვა

    და ისე დასწრებაზე გამახსენდა და არაბეთში კი იყო თამაში მაგრამ მე მხოლოდ რეალის ფანებს ვხედავდი ტრიბუნაზე, ათასში ერთი იყო ბარსას ფორმაში, ხოდა ეგ რა მაფიაა ვერ ვხვდები? თუ ბარსას ფანებმა დაიკიდეს კლასიკო?

  • El pistolero 9
    schedule 15 იან 2022, 01:06

    მიდით გადაჯეგეეთ

  • ROUCH
    schedule 15 იან 2022, 00:36

    გუშინ ვთქვი ჯერ დროა მოხსნიან დასწრების მაგ რეკორდს მეთქი და ასე მალე კი არ ველოდი

  • nikusha
    schedule 15 იან 2022, 00:24

    26 გატანილი და მხოლოდ 3 გაშვებული გოლი 5 მატჩში საღოლ. ყოჩაღ გოგოებს. საშუალოდ 5.2 გოლს ვუტანთ (საშუალოდ 17.3 წთ) და 0.6 ვუშვებთ (150 წთ ერთხელ)