workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტის იჯარით წასვლა სურს

სამუელ უმტიტის იჯარით წასვლა სურს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, კლუბის დატოვებაზეც თანახმაა

Sport RMC Sports-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ფრანგ უკანახაზელს სეზონის ბოლომდე იჯარით წასვლა სურს, რათა სათამაშო დრო მიიღოს და ჩავი ერნანდესს დაუმტკიცოს, რომ მისი ნდობა კვლავ შეიძლება. 

წყაროს ცნობით, უმტიტი მისაღებ შემოთავაზებას ელოდება. ფრანგს ევროტურნირებზე მოთამაშე მაღალი დონის გუნდში თამაში სურს. შესაძლოა, ეს ესპანური კლუბიც იყოს. თუმცა, ჯერჯერობით 28 წლის ფეხბურთელს არცერთი წინადადება არ მიუღია.

“ბარსელონა” 28 წლის ფეხბურთელის თაობაზე შემოთავაზებას მოუთმენლად ელის, რადგან მისი გაშვებით სახელფასო ხარჯები კიდევ უფრო შემცირდება, რაც კლუბს, “იუვენტუსთან” შეთანხმების შემთხვევაში, ალვარო მორატას დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 13:16

    "სამუელ უმტიტის იჯარით წასვლა სურს" ძალიან კარგი, მაგრამ ვინმე იჭერს, ნუ წახვალო?

  • GiorgiM86
    schedule 12 იან 2022, 21:21

    აუ, ეს წურბელად იქცა 🙁 მოაშორონ და ს. რობერტო და ლენგლეც მიაყოლონ. მარტინესი, ჰალანდი და ასპილიკუეტა დაგვხატავდა ამათ ნაცვლად 🙂 მიდი ლაპორტ რა და შეასრულე 🙂

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 იან 2022, 21:07

    თუ უშვებენ გაუშვან იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით, ამისი ათამაშების რატომღაც აღარ მჯერა

  • El pistolero 9
    schedule 12 იან 2022, 20:59

    არადა ჩემთვის პირადად მსოფლიომდე ტოპ 10 მცველში იმ დროისთვის თავისუფლად შედიოდა. მსოფლიოც ძაან მაგრად ჩაატარა და მერე ჩაბანძდა

  • Davita
    schedule 12 იან 2022, 20:22

    არადა ეს და არაუხო ცენტრში გაუვალი იყო, რეალურად ძველ ფორმას რომ დაუბრუნდებოდეს პიკესაც და არაუხოსაც კვერცხებში ჩაისვამდა, გარსიას მინგესას და ლანგლეს რაზეც ჩამოიკიდებდა იმას ააღარ დავწერ ახლა აქ 😄

  • Clever liar
    schedule 12 იან 2022, 18:55

    თუ ამის მუხლი სრულად განკურნებულია და მძიმე დატვირთვაზე აღარ არსებობს იგივე ტრავმის გამეორების რისკები, მაშინ ცოტახანი რო მიეცეს რეგულარი სათამაშო დრო, ამას ისეთი მატჩები აქვს ჩანატარები, რო ვფიქრობ უეჭველად პირვანდელივით მოიხოდება და ისევ კედელევით დაგვიდგება დაცვაში. თუ ისევ გაიტრავმა და გაუწყვიტან ცალხმრივად და ეგ იქნება…