ხვალ “ელ კლასიკოა”, რომლის ყურებაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ტრადიციულად მარტივად არ შეუძლიათ.
იმის გამო, რომ თამაში არა სილქ სპორტის არხებზე, არამედ აჭარასპორტის სატელევიზიო არხსა და სეტანტა სპორტის ვებგვერდზე გადის, მისი მაღალ ხარისხში უფასოდ ყურება შეუძლებელია.
გულშემატკივრებს თამაშის კომფორტულად ყურების რამდენიმე ალტერნატივა აქვთ.
სილქ ტვ-სა და მაგთის ტელევიზიის აბონენტებს აჭარასპორტის არხების გააქტიურება თვეში 3 ლარად შეუძლიათ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სილქ ტვ-სა და მაგთის ტელევიზიით არ სარგებლობენ, ან სარგებლობენ, მაგრამ ამ კონკრეტული თამაშის დროს ტელევიზორთან ვერ იქნებიან. “ელ კლასიკოს” მაღალ ხარისხში მარტივად ყურება მათთვისაც შესაძლებელია როგორც ტაბლეტებზე, ასევე მობილურებში.
თამაში აჭარასპორტ 1-ის გარდა გადის სეტანტა სპორტის ვებგვერდზეც. ეს მომსახურება ფასიანია და წელიწადში 130 ან თვეში 13 ლარი ღირს. თუმცა სპეციალურად “ელ კლასიკოსთვოს” კომპანია გულშემატკივრებს მნიშვნელოვან შეღავათს სთავაზობს. ესპანეთის სუპერ თასის დასრულებამდე, ანუ 16 იანვრის ჩათვლით, ერთთვიანი პაკეტი 80%-იანი ფასდაკლებით, ანუ 2.6 ლარად იყიდება.
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა, რომ დარეგისტრირდეთ სეტანტა სპორტის საიტზე და გადახდის გვერდზე გააქტიუროთ პრომო კოდი elclasico (პატარა ასოებით). ამ კოდის გააქტიურების შემდეგ გადასახდელი თანხა შეიცვლება და 13 ლარის ნაცვლად გახდება 2.6 ლარი. ეს მომსახურების ერთი თვის საფასურია და საშუალება გექნებათ, ამ ერთი თვის განმავლობაში უყუროთ არა მხოლოდ “ელ კლასიკოსა” და (იმედია) “ბარსელონას” თამაშს სუპერ თასის ფინალში, არამედ “ბარსას” ყველა შეხვედრას ესპანეთის თასზე. ერთი თვის შემდეგ კი გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა მომსახურების გაგრძელება.
გაითვალისწინეთ: 80%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ახალ რეგისტრაციებზე.

და ვისაც მაღალი ხარისხი არ აინტერესებს, პროსტო თამაშის ყურება გვინდა რა ვქნათ. უხარისხო ლინკი მაინც მოგვაწოდეთ თამაშის წინ.
საბსქრაბიშენებიდან გავთიშო ხო? რომ არ ჩამომაჭრას ერთ თვეში 12 ლარი?
და არაბული არხები რომლებია? სილქნეტი მაქვს..
barcaman,
დიდი ასოებით ჩავწერე და დავრეგისტრირდი როგორც ჩანს არააქ მნიშვნელობა
ვისაც გიწერდათ, რომ კოდი ვალიდური არაა: როგორც გაირკვა, პატარა ასოებით უნდა ჩაწეროთ
საერთოდ აღარ შედის საიტზე მაგრად აურიეს
მიჩვენებს რო ვაუჩერის კოდი არასწორიაო? და ხვალ მაინც იქნება გამოსწერდეს
მივწერეთ საპორტს და იმედია, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მაინც გაასწორებენ.
როგორც ჩანს, ზოგჯერ მუშაობს და ზოგჯერ არა. რამდენიმე მცდელობა ჭირდება.
პირველად დავრეგისტრირდი.ერთ თვიანი პაკეტიც ავირჩიე და მეუბნება,რომ კოდი არასწორია.იქნებ,რამით დამეხმაროთ..
სხვა დროისთვის ეცადეთ, ტყუილი აღარ დაწეროთ კომენტარებში
ჩვენ ვცდილობთ, იფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ კიდე გვეუბნები, რომ ინფორმაციის მოწოდებაში ფულს ვიღებთ. არაა მოსაწონი საქციელი
ჩასარიცხი აპარატებიდან თუ არის შესაძლებელი სეტანტაზე ჩარიცხვა რეგისტრაციის მერე?
გადავამოწმე და როგორც ჩანს, მხოლოდ ბარათით გადახდაა შესაძლებელი.
გადახდის აპარატით რომც იყოს შესაძლებელი, პრომო კოდით ვერ ისარგებლებდით.
ესე მიწერს კოდის შეყვანისას 😏
ერთთვიანი პაკეტი უნდა გქონდეთ არჩეული (ერთწლიანი არა) და რეგისტრაციის პროცესში უნდა იტყოთ, ანუ უკვე დარესტიტრირებულ მომხმარებლებზე არ მუშაობს.
ანუ არც არაფერი😁😁 აჭარასაპორტ 1ზე არ გავა,მან სიტი-ლესტერი გადის,მილიარდჯერ გასული მატჩი😑😑. ვინმემ ლინკები ჩაყარეთ თამაშის წინ🖤
Voucher code is not valid
ესე მიწერს კოდის შეყვანისას 😏
სილკმა ხო იყიდა ერთხელ თასის კლასიკოები და ახლაც რო ქნან იგივე მაგარი იქნება
სხვა დროისთვის ეცადეთ, ტყუილი აღარ დაწეროთ კომენტარებში
ჩვენ ვცდილობთ, იფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ კიდე გვეუბნები, რომ ინფორმაციის მოწოდებაში ფულს ვიღებთ. არაა მოსაწონი საქციელი
ჩასარიცხი აპარატებიდან თუ არის შესაძლებელი სეტანტაზე ჩარიცხვა რეგისტრაციის მერე?
სხვა დროისთვის ეცადეთ, ტყუილი აღარ დაწეროთ კომენტარებში
ჩვენ ვცდილობთ, იფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ კიდე გვეუბნები, რომ ინფორმაციის მოწოდებაში ფულს ვიღებთ. არაა მოსაწონი საქციელი
ჩოუკუჭს ბარსამანიას ფული :დ თორე ამათ , ისე ვინ გააპიარებდა, ფულის ხამი ტელევიზიაა
ვინც დარეგისტრირდა იმას ამბობენ ხარისხი არ ვარგაო😕 წავალ ისევ არაბულ არხებზე ვუყურებ🤣🤣
ანუ ჩემი ფეხებიი