“ბარსელონას” ცნობით, კლუბმა სამუელ უმტიტისთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
განცხადებაში წერია, რომ ფრანგმა შეიმცირა ანაზღაურება, რომელიც მას მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა მიეღო. ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე იმოქმედებს. “ბარსელონა” კლუბის მიმართ გამოჩენილი პატივისცემისთვის, ფეხბურთელს მადლობას უხდის.
ასევე, კლუბი დასძენს, რომ აღნიშნული ოპერაციით კლუბს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები არ აუღია.
“ბარსელონა” ადასტურებს, ფერან ტორესის დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია.
ელენა კონდისის ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგი “ბარსაში” დარჩება. სათანადო შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, უმტიტი იანვარში კლუბს იჯარით დატოვებს.

ამისთანა გაუმაძღარი შავი არმია ბარსაში დიდი ხანია არ ყოფილა. მე მგონი ფეხბურთელების შერჩევისას, ცოტა მეტი დაფიქრება მართებთ გუნდის ხელმძღვანელობას.
ძლივს ინამუსა და დაიკლო ხელფასი
ლეგენდააა
მე პირადად ამის არ მჯერა. რაც იყო იმის 20% არაა.
26 წლამდე პენსია გაინაღდა.
იმედია ახლა მაინც ათამაშებს ხავი და ამ გარსიას და ლენგლეს არ შეუყოფს ეს და პიკე უნდა იდგნენ კლასიკოში
ძლივს დაადგა საშველი. უფრო ადრეც უნდა მოეფიქრებინა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაინც მადლობა. საინტერესოა ჩავი თუ მისცემს სათამაშო დროს.
ხელფასი რომ დაიკლო კარგია. იმედია ითამაშებს სტაბილურად
კაი თუ დაიკლო ხელფასი მაგრამ 2026 წელი რაამბავია, იმედია გამოუჩნდება მსურველი, ისე კარგად მოქცეულა
ყოჩაღ უმტიტს. მართლა დიდი სემი ხარ. მარტო ამის გამო უნდა მიცეს ღმერთმა ძველ ფორმაში დაბრუნების საშუალება. ნამდვილი კულე. ეს რომ არ დამტვრეულიყო დაცვის პრობლემა არ გვექნებოდა.
რაც ამ წელიწადნახევარში უნდა აეღო ხელფასი ადგა და ის ხელფასი 2026 წლამდე გადაანაწილებინა.
ნიხუასებე… ეს რა ქნეს, მამენტ კაია მარა თუ არ უნდა ათამაშოს ვაბშე რა აზრი აქვს… იმედია მინიმუმ გაინახევრა, ეს თუ ფორმაში შევიდა მტრისას :დ მოკლედ ამ ეტაპზე მცველს არ ვიმატებთ, ზაფხულში ისევ თავისუფალ
აგენტებს ვსდევთ აქედან გამომდინარე ჰალანდი არა ისა კიდე…
რამდენზე დაიკლო ნეტა
აქამდე ექნა ამჩემისას მესიკო ხოიქნებოდა ჩვენთან
თუ შემოთავაზება იქნება გაუშვებენ
RiquiPuig,
Raxdeba chemo dzmao da am naadrevad daberebuls aravin ar iyidida da feranis dasaregistrireblad miakachaves da daiklo xelfasi sworad mivdivart me amis mjera weliwad naxevarshi evropashi yvelaze magari gundi gveyoleba tu shida situaciebi gamartuli gaxdeba
უმტიტიმ ხელფასი დაიკლო და ფერანი უკვე დაარეგისტრირეს ამის ხარჯზე
ბიგ სემმ
მაშინ ლენგლეს ააცმევინეთ
რა ხდება