“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის შეძენით ინტერესდება.
ფრანგი ჟურნალისტის, ჟულიენ მეინარის ინფორმაციით, “ბლაუგრანამა” და “იუვენტუსმა” “წითელ ეშმაკებთან” მარსიალის იჯარით აყვანის შესაძლებლობა განიხილეს. კლუბები ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდნენ.
ჟურნალისტის ცნობით, 26 წლის შემტევს “მანჩესტერის” დატოვება სურს და “სევილიაში” გადასვლაზე თანახმაა, თუმცა ანდალუსიელთა შეთავაზება ინგლისური კლუბისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ “ბარსელონა” “ოლდ ტრაფორდზე” უსმან დემბელეს გაუშვებდა, სანაცვლოდ კი “იუნაიტედი” მარსიალს დათმობდა.



მე პირადად მორატას ეს მირჩევნია
მოკლედ ვინც ვიყიდეთ ვერ ვარეგისტრირებთ და კიდევ ახლებს ვეძებთ საყიდლად?
თავის დროზე რა მაგარი იყო და მაგრად მევასებოდა ეხლაც მევასება მარა ჩამქრალია ამის მოყვანას ხულიან ალვარესი მოიყვანონ
კაით ახლა რა მარსიალი, ზიეჩი იჯარით ურიგო არ იქნებოდა
რა მარსიალი, საგინებლად დემბელე დეიონგებიც მყოფნის, მანჩედან მხოლოდ რაშფორდის ან კავანის დამატება ღირს