workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუს ბარსელონადან წასვლა სურს

ნეტუს ბარსელონადან წასვლა სურს

“ბარსელონას” მეორე მეკარეს, ნეტუს კატალონიური გუნდის დატოვება უნდა. ამის შესახებ მან კლუბს უკვე მიმართა.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ ნეტუმ “ბარსას” სათამაშო დროის სიმცირის გამო ამ თვეში გაშვება სთხოვა, მაგრამ კლუბი ახლა მასთან განშორებას შეუძლებლად მიიჩნევს და ბრაზილიელ კარის დარაჯს წასლამდე ორ პირობას უყენებს:

  1. “ბლაუგრანას” სურს, რომ კარგი შემოთავაზება მიიღოს, რომელიც კლუბის ამბიციებს დააკმაყოფილებს;
  2. კატალონიელებმა 32 წლის კიპერის შემცვლელი უნდა იპოვონ.

ნეტუმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. მან კარი მშრალად ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეინახა და 4 გოლი გაუშვა. ბრაზილიელმა ბოლოს გუშინ “ლინარესთან” ითამაშა და არცთუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 07 იან 2022, 02:18

    ეს ბოლოს მთლად გამორამოსდა.

  • M10 S9 D11
    schedule 06 იან 2022, 17:39

    ნამაიმუნარი ქონდა ამას გუშინ რეები აკეთა გამაგიჟა კაცი

  • Golden boy
    schedule 06 იან 2022, 15:22

    არადა ვიღაც წერდა ტერ შტეგენი გავუშვათ და ეს ჩავაყენოთო😂 პუჩზეც იძახოდნენ კუმანმა დაამწნილაო არადა მაგარი იგროკიაო, კარგით რა ხალხო კუმანი არ არის კარგი მწვრთნელი მაგრამ იმდენს მაინც ხვდება რომელი ფეხბურთელია კარგ ფორმაში, ყველაზე დაბალი დონის მწრთვნელიც ხვდება სასტარტოში ვინ უნდა დააყენოს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 იან 2022, 13:51

    წავიდეს მერე, ისე ახალი მეკარის ძებნას პენიას მისცენ შანსი, რაიცი რას ითამაშებს მონდომებული ახალგაზრდა ლა მასიელი?

  • Davita
    schedule 06 იან 2022, 13:46

    ესეც და შტეგენიც გასაშვებია

  • nika 54
    schedule 06 იან 2022, 13:41

    ისე მეორე ბურთსაც თავისუფლად იფორმებდა, რო არა ოფსაიდი, თუმცა მეტოქე ბურთს არც შეხებია. ფაქტია ამან სათადარიგოზე ფორმა დაკარგა.

  • davidus2020
    schedule 06 იან 2022, 13:05

    და ვინმე აკავებს?

  • Clever liar
    schedule 06 იან 2022, 12:41

    ამას რათ უნდა შემცვლელი, მიდევი შტანგის კუთხეში პლასმასის შეიკერი და ეგაა. სათამაშო დროს მოგთხოვს თუ ხელფასს? 😀