ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონამ” ფერან ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი მოაგვარა და მას ოფიციალურად მალე დაადასტურებს.
Cope-ს ჟურნალისტი, ვიქტორ ნავარო კი ესპანელის პრეზენტაციის თარიღს გვთავაზობს. წყაროს თანახმად, ტორესს “კამპ ნოუზე” ორშაბათს, 3 იანვარს, წარადგენენ.
“ბარსელონა” 21 წლის შემტევის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტის” 55+10 მილიონ ევროს გადაუხდის.

ორ კვირას ვერ გამოვიყენებთ მაინც და რა აზრი აქვს აჩქარებას.
წარმატებები ბარსაში!!!