workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის შედგება ფერან ტორესის დებიუტი

როდის შედგება ფერან ტორესის დებიუტი

ფერან ტორესის ტრანსფერი, სავარაუდოდ, 27 დეკემბერს გაოფიციალურდება, 28 დეკემბერს კი “ბარსელონა” მას “კამპ ნოუზე” წარადგენს.

სათამაშო ნომრის ამბავი ჯერ გაურკვეველია. “ბარსაში” აგუეროს დატოვებული 19 ნომერია თავისუფალი, თუმცა ლუკ დე იონგისა და იუსუფ დემირის მალე გაშვების შემთხვევაში, ტორესისთვის 11 და 17 ნომრებიც გათავისუფლდება. შესაძლოა, მან სულაც 25-ნომრიანი მაისური მოირგოს. თუმცა ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდის შედგება ფერანის დებიუტი, რაც მის ტრავმაზეცაა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ტორესი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს სურს, რომ 21 წლის შემტევმა 5 იანვარს, კოპა დელ რეიზე, “ლინარესის” წინააღმდეგ ან 8 დეკემბერს, ლა ლიგაში, “გრანადას” წინააღმდეგ ითამაშოს. ამის შემდეგ, “ბლაუგრანას” ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის “რეალთან” დაპირისპირება ელის, სადაც ტორესის ყოლა მნიშვნელოვანი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2021, 13:11

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ რელთან ქულებით ბარსა გაუთანაბრდეს


    ძალიან კარგი, მაგრამ რანაირად. რეალი აღარ მოიგებს თავის თამაშებს?

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2021, 00:55

    იმედია 28-ში იქნება ტორესი 11 ნორმი გაუმზადეთ დემირის დაახვევინეთ უკან ავსტრიაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 დეკ 2021, 23:35

    იმედია წარმატებული ტრანსფერი იქნება, და იმედია რომ ტრამვებისკენ არ გადაიხრება

  • C.PC5
    schedule 25 დეკ 2021, 22:54

    იმედია გაამართლებს და დებიუტი როდის ექნება არ აქვს მნიშვნელობა. ტრავმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რაც შეიძლება ბოლომდე უნდა დააცადონ გამოჯანრთელება, დაჩქარებით და დროზე ადრე დაბრუნებით კი ვხედავთ რა შედეგებიც მოდის.