workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ფრენკი, ჩვენ შენთან ვართ” – გულშემატკივრები ფრენკი დე იონგს მხარს უჭერენ

“ფრენკი, ჩვენ შენთან ვართ” – გულშემატკივრები ფრენკი დე იონგს მხარს უჭერენ

“ბარსელონას” ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს რთული პერიოდი უდგას. ნიდერლანდელი მთელი სეზონია, არადამაჯერებლად გამოიყურება, რის გამოც წინა მატჩში “კამპ ნოუს” პუბლიკისგან სტვენაც დაიმსახურა.

დე იონგს ამ რთულ პერიოდში გულშემატკივართა ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 50 ქომაგი სევილიაში, იმ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც “ბარსელონა” იმყოფება და 24 წლის ფეხბურთელი გაამხნევა. “კულეებმა” მიიტანეს ბანერი წარწერით: “ფრენკი, ჩვენ შენთან ვართ.” წყაროს ცნობით, შეკრებაზე ერთ-ერთი გულშემატკივრის ბანერი ჩავი ერნანდესს მიემართებოდა და ეუბნებოდა, რომ “მაესტრო” თავისი კუმირია.

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონში უსახური თამაშის მიუხედავად, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი დე იონგს ნდობას უცხადებს და მისი გაყიდვა არ განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 17:55

    მე მგონია მოიხოდება ფრენკი. ასეთ დროს კრიტიკას თანადგომა და გამხნევება სჯობია ხოლმე

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 17:08

    Moriba,
    ვაახ ეგ არ ვიცოდი😔, საწყალი, ეგეთ დღეში თუა თამაშზე გაუჭირდებოდა კონცენტრაცია😒

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 17:08

    ასე აჩქარება ნამდვილად არ ვარგა. მითუმეტეს პირადი პრობლემები ქონია და გასაგებია მობილიზებას ვერ აკეთებდა საქმეზე. ამისთვის არსებობს ზამენის ფეხბურთელი და ერთ-ორ თამაშში ალბათ მოვა აზრზე რო დაისვენებს.

  • gecheche
    schedule 21 დეკ 2021, 16:57

    Moriba,
    კი მაგის ბრალია უმეტესწილად რო ასე თამაშობს დრო ჭირდება ამის გაშვება იქნება დიდი შეცდომა

  • Moriba
    schedule 21 დეკ 2021, 16:46

    დე იონგთან თამაში ეს ინფო არაფერ შუაშია მაგრამ ასე წავიკითხე რო მისი შეყვარებული ორსულად ყოფილა და მუცელი მოეშალაო და ალბათ შეიძლება ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ამბავმა

  • alen halilovic
    schedule 21 დეკ 2021, 16:45

    ჯიგრები არიან, გამხნევდებოდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 16:41

    ჯერ იმდენი გასაყრელია გუნდიდან რომ არ ღირს აჩქარება ზაფხულამდე შენსი მისცენ და მერე გაუშვან აბა თუ ვერ ათამაშდა შევტენოთ სიტის ან რაიმე ეგეთ გრანდს