სამუელ უმტიტის მოჯადოებული წრე

სამუელ უმტიტის მოჯადოებული წრე

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, სამუელ უმტიტის სახელიც უფრო და უფრო ხშირად გვესმის.

დიდი ხანია, რაც “ბარსელონა” უმტიტის გაშვებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ბოლო წლებში, “ბარსას” გულშემეტკივრებს ფეხბურთელის რეგრესი არაერთხელ გვინახავს, მაგრამ “დიდი სემის” შემთხვევა, ნამდვილად, სახელმძღვანელოშია შესატანი.

2018 წლის ზაფხულში უმტიტი მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობდა. თანაც, დამსახურებულად და არა ისე, როგორც სათადარიგო ფეხბურთელები აღნიშნავენ ხოლმე. იგი, ჭეშმარიტად, საუკეთესოთა შორის იყო.

თუმცა მას შემდეგ ყველაფერი უკან-უკან წავიდა. მუხლის საფუძვლიან მკურნალობას მან გარისკვა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ამჯობინა. როგორც წესი, ფეხბურთში ადამიანებს მიღწეული წარმატებებით იხსენებენ, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ, წლების შემდეგ, უმტიტის გაიხსენებენ არა როგორც მსოფლიო ჩემპიონს, არამედ ფეხბურთელს, რომელმაც მწვერვალიდან თავი პირდაპირ კომიკურ გაუგებრობაში ამოყო.

იგი იბრძვის, ვარჯიშობს და არ ნებდება, რაც პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ, ხანდახან, მონდომება საკმარისი არ არის. სემს მწვერვალზე დაბრუნების მოტივაცია აქვს, რესურსი კი, სამწუხაროდ, არა. 

ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთი და იმავე ამბავს ვკითხულობთ. “ბარსელონა” დაუღალავად ცდილობს, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვინმეს გაატანოს, თუმცა ჯერ ვერ შევძელით ისეთი კლუბის პოვნა, რომელსაც ბართომეუს მსგავსი პრეზიდენტი ეყოლება. “ბარსელონას” გარდა, არ გამოჩნდა კლუბი, რომელიც ტრავმიან ფეხბურთელს მაღალ ხელფასს დაუნიშნავს და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

გამოსავალი? ასეთი მხოლოდ ორი გვაქვს. სამუელმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას და ამბიციები (და სახელფასო მოთხოვნები) მის შესაძლებლობებს შეუსაბამოს ან “ბარსელონამ” მას კონტრაქტი, რაც შეიძლება, მალე უნდა გაუწყვიტოს. მისი ხელფასის გადახდას არცერთი კლუბი არ აპირებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მხრივ რამე შეიცვალოს. “ბარსას” “არაფერში” ფულის გადაყრა მაინც მოუწევს და ჯობია, ეს ახლა გააკეთოს, ამ გაუგებარ ამბავს წერტილი დაუსვას და ახალი ფეხბურთელებისთვის გუნდში ადგილი გაათავისუფლოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • me da barca
    21 დეკ 2021, 22:21

    ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიაო. ამის სხეულს და სიფათს შეხედეთ და ყველაფრის პასუხს ნახავთ.

  • Muxber
    21 დეკ 2021, 13:21

    მგონი გაუწყვიტავენ კონტრაქტს და ეგ იქნება

  • nika 54
    20 დეკ 2021, 17:48

    ციტატა: El pistolero 9
    ხელფასი მაინც შეიმციროს წასვლა თუ არ უნდა. ძაან უნამუსოდ იქცევა.


    ხელფასს შეიმცირებს კი არა, აგერ გულშემატკივრებსაც აქეთ ეკაჩავება, პატივი მეცითო.

  • La Pulga10
    20 დეკ 2021, 16:05

    ციტატა: La Pulga10
    ეს გასაშვები არაა,ამაზე უკეთესი მცველი არ გვყავს


    განა მართლა.გასაშვები კი არა გასაგდებია.

  • Albicelecte
    20 დეკ 2021, 14:58

    ისე, უნდა ათამაშონ მართლა, ვერ ითამაშებს, დაიმტვრება და ეგეთი? თავის თავს დააბრალოს

  • Iniesta_8
    20 დეკ 2021, 14:58

    გუნდი რომ გეუბნება არ მჭიდებიო თავმოყვარე ადამიანი ადგები და წახვალ, მარა ამას არც ღირსებაა აქვს და არც ნამუსი, მთავარია ფული არ მოაკლდეს და ბოლომდე აიღოს ხელფასი. ამდენი ხანი რომელიმე საშუალო დონის გუნდში გადავიდოდა და თუ რამის ტრაკი აქვს დაამტკიცენდა, მარა არ უნდა ხელფასის დაკლება ხოდა ეგდოს სკამზე. გავა წლები და მაგ მსოფლიო თასს ამის შვილების გარდა არავინ გაიხსენებს.

  • ROUCH
    20 დეკ 2021, 14:54

    წინა სეზონის მერე ტრამვა არ ქონია მაგრამ რათ გინდა არ ენდობიან და ამან რაღა ქნას? სკამზე ჯდომით ვერ დაამტკიცებს რო ჯობია ლენგლეს და ფარფატა პეპელა გარსიას პიკე არაუხოს რო თავი დაანებო. მაგ მიდგომით კიდე თუ გონიათ რამეს გახდებიან რო მოდი არ ვათამაშოთ და თითონ წავაო ძაან ცდებიან. ესეც პირიქით აბაროტის აღების მიზნით ბოლო დღემდე იქნება და ბოლო თეთრამდე გამოძალავთ

  • La Pulga10
    20 დეკ 2021, 14:51

    ეს გასაშვები არაა,ამაზე უკეთესი მცველი არ გვყავს

  • El pistolero 9
    20 დეკ 2021, 14:16

    ხელფასი მაინც შეიმციროს წასვლა თუ არ უნდა. ძაან უნამუსოდ იქცევა.