workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაზრაუის პრიორიტეტი ბარსელონაში თამაშია

მაზრაუის პრიორიტეტი ბარსელონაში თამაშია

გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონა” მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ნუსაირ მაზრაუის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც ჟერარ რომეროს იტყობინება, “ბარსაში” გადმოსვლა თავად მაროკოელსაც სურს – მეტიც, მისი პრიორიტეტი მომავალ სეზონში კატალონიურ გრანდში თამაშია.

მაზრაუის “აიაქსთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” მისი დამატება უფასოდ შეეძლება, სერჟინიო დესტის გაურკვეველი მომავლის ფონზე კი, ეს გარიგება საკმაოდ მისაღები ჩანს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 21:49

    უფასოდ თუ მოიყვანენ, პატარა ხელფასზე ეგება გამოდგეს, თუმცა უკვე აღარავის იმედი არა მაქვს.

  • Norman Bates
    schedule 16 დეკ 2021, 10:31

    არ ვარგანან ეს აიაქსის ფეხბურთელები. ტენ ჰაგი აყომარებს გუნდურად. ინდივიდუალურად დაბალი დონის ფეხბურთელები არიან, ეს ჩანს როცა სხვა გუნდში გადადიან

  • ROUCH
    schedule 16 დეკ 2021, 10:24

    რეალი რო ათრიეს მაშინ ეს იდგა და არა დესტი. თუ ყიდვა იყო ეს ეყიდათ და არა ის შიბაქი თავიდანვე არ ჯობდა

  • cezo45
    schedule 16 დეკ 2021, 03:26

    ეგრე აიაქსში დესტიც მაგარი იყო და დეიონგიც მარა ჩვენთან რა ჭირით? ამათ ისევ ბებერი დანი ალვესი მირჩევნია დესტს და მაზრაუის მინიმუმ ორი სეზონი ჯიბეში ჩაისვამს smile

  • Albicelecte
    schedule 16 დეკ 2021, 02:03

    დესტის დაბრუნება აიაქსისათვის ზაფხულში და ამისი უფასოდ წამოყვანა იქნებოდა იდეალური, არც მთლად უსინდისობა გამოვა ამსტერდამული გრანდის მიმართ, დესტი ხომ უნიჭიერესი ახალგაზრდაა, თანაც აიაქსის სკოლის აღზრდილი?!?!?!?

  • El pistolero 9
    schedule 16 დეკ 2021, 01:30

    უფასოდ იდეალურია. კრისტენსენსაც იმედია დავითრევთ ზაფხულში. დესტს, მინგესას, ლენგლე-უმტიტის ააცმევინონ და შეიძლება გაიას ფულიც შეგროვდეს.

  • me da barca
    schedule 16 დეკ 2021, 01:30

    მუქთა იყოს, კუბო იყოს. ეს ლაპორტას დევიზია