ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მთავარი პრიორიტეტი თავდამსხმელის დამატებაა და კლუბი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებს.
კატალონიელთა რადარზე “რეალ სოსიედადის” ბელგიელი გარემარბი, ადნან იანუზაიც მოექცა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა “ბარსას” მისი იანვარში შეძენა უნდა.
Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანასთვის” 26 წლის ფეხბურთელის შეძენა მარტივი არ იქნება, ვინაიდან “სოსიედადი” მას 15 მილიონად აფასებს, რასაც “ბარსა” დიდ თანხად მიიჩნევს.
იანუზაი იმანოლ ალგუასილის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რის გამოც კლუბს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ბელგიელი მარჯვენა გარემარბის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

კაი რა იანუზაი შეეშვით ასეთ იგროკებს. გუნდი სევილიად ნუ გადააქციეთ, ლაპორტა შე ძაღლის გაგდებულო იანუზაი რაში უნდა გამოგვადგეს რაში!!!
დეპაით დაწყებული ამით დამთავრებული მანჩესტერში ვინც არ გაამართლა ყველა აქ რატო მოდის
15 მილიონს ბართო რესტორანში ხარჯავდა.
გარემარბის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
და ამით გვინდა შეტევის გაძლიერება? 22 შეხვედრაში 2 გოლით? ამდენს ლ. დე იონგიც დააგროვებდა 22 თამაში რო ჩაეტარებინა, ერთი გოლი უკვე აქვს.
იმედია, რომ ყურით მოთრეული ამბავია
რა იანუზაი? რა მარსიალი? თქვენ ხომ არ გაბარდღალებთ? 🙁 გუნდი რას გავას და კიდევ უაზროებს ამატებთ? 🙁
რა იანუზაი მოაშორეთ აქედან
ასეთ გაჭედილში არასდროს ვყოფილვართ. იანვრამდე კარგია რომ სულ 3 თამაში დარჩა, ბევრ ქულას ვეღარ დაკარგავენ. ზამთარში შეტევა უნდა გადახალისდეს, აგუერო დაამთავრებს კარიერას, ლუკ დე იონგი იქ წავა საიდანაც მოვიდა, დეპაი და ფატი დაბრუნებიან, ანუ სულ 4 კაცი გვეყოლება, ამათგან 2 დემბელე და ელზაზული თუ რაც ქვია. ეს შეტევა არაფრის მაქნისია ამიტომ ფერან ტორესი უნდა მოიყვანონ აუცილებლად. ყველგან პრობლემებია მარა შეტევას გოლი ვერ გააქვს და დაცვაზე ფიზრი უაზროა. ზაფხულში ვნახოთ რის შესაძლებლობა იქნება. მანამდე ამის ატანა მოგვიწევს.
ეს ვინღაა საერთოდ, ალვარესი, ტორესი დაითრიონ ზამთარში და ის მცველი(გვარი დამავიწყდა) რომ გავუშვით და ახლა იაფად რომ შეგვიძლი დამატება, არაა ზედმეტობები საჭირო