Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რიგებში 20 წლამდე ფეხბურთელებმა მოედანზე 4293 წუთი გაატარეს, რაც რეკორდია.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ამ კუთხით ლა ლიგის სხვა კლუბებთან სხვაობა უზარმაზარია, ევროპის მასშტაბით კი ერთადერთი გუნდი, რომელიც 3000 წუთს ცდება, ამსტერდამის “აიაქსია” (3606).
2021-22 წლების სეზონში “ბარსამ” 20 წლამდე 9 მოთამაშე გამოიყენა, მათ შორის კი ყველაზე დიდი სათამაშო დრო ერიკ გარსიამ, გავიმ და ნიკო გონსალესმა მიიღეს.
• 9 Barcelona U-20 players have had minutes this season, total: 4293 minutes. Eric, Gavi and Nico have played the most for Barça.
• The difference with other La Liga clubs is humongous.
• Ajax (3606 mins) are the only other club to exceed 3000 minutes.
Via: @sport pic.twitter.com/KY76UM7Rnd
— Barça Buzz (@Barca_Buzz) December 3, 2021

და პედრი ვერ მოხვდა მაგ სიაში?