“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის ინციდენტი შეემთხვა. ამ ინფორმაციას La Sexta ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამმა პირმა გზა გადაუღობა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა. უმტიტიმ ავტომობილზე დაასიგნალა და ცოტა ხნის შემდეგ, აღნიშნული პირები მანქანას მოშორდნენ.
რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამუელი ავტომობილიდან გადმოვიდა და მათ მიმართა: “იცით, რა არის პატივისცემა?”
სავარაუდოდ, აღნიშნული პირები “ბარსას”, უმტიტიზე გაბრაზებული გულშემატკივრები არიან. ფრანგს დიდი ხანია, არ უთამაშია, თუმცა მაღალ ხელფასს იღებს და კლუბის დატოვება არ სურს, რის გამოც ქომაგებმა მის მიმართ უკმაყოფილება აქამდეც გამოხატეს.
🚨🚨 ÚLTIMA HORA 🚨🚨
💥 Un aficionado se sube al capó del coche de @samumtiti y el jugador explota:
😡“Ven aquí. ¿Pagas tú el coche? ¿Por qué tocas? ¿Sabes qué es el respeto?”. #JUGONES pic.twitter.com/iGxqqNodV7
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) December 1, 2021
![სამმა პირმა უმტიტის გზა გადაუღობა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2021/12/samuel_umtiti.webp)
ტეხავს ესეთი დესტრუქციული საქციელები
კაი ცოდოა ეს კაცი
მართალია კაი ჩათლახია მარა მაინც
ხო კაი გასაგებია რომ არ ევასებათ და გუნდს წურბელასავით მიეწება მაგრამ ეს უკვე ქაჯობაა
კაი არ შეიძლება ესეთი რაღაცეები.ალაპარაკეს ეს მადრიდული პიტალოები.
"იცით, რა არის პატივისცემა?"
და ვის ეკითხება ეს უნამუსო კაცი, კაპიკის საქმეს არ აკეთებს წლებია და მილიონებს იჯიბავს გაჩანაგებული გუნდიდან, მაშინ როცა ეს და დემბელე მდიდრდებიან ბარსა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს, იმისათვის, რო ამათ ამ ფულის კრეფა განაგრძონ, გუნდი კი ლამის არის გაკოტრდეს..